ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში „პირველი არხის" ეთერში გასულ გადაცემაზე წერს, სადაც მასთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები - თაკო ჩარკვიანი და სევდია უგრეხელიძეც იყვნენ.
„ისეთი გადაცემა იყო, სატირალი რომაა და სიცილით რომ კვდები.... ჯერ იძახეს მიშა რა აქ სალაპარაკოაო, არაა ამ ქვეყანაში და შეეშვითო. მერე დაიჯინეს, მიშა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი არ არისო. ბოლოს კი, სევდია უგრეხელიძეც გამოტყდა, მიშა ნაციონალური მოძრაობის ლიდერიც კი აღარ არისო...
ეჰ, მიშა, მიშა! შენ მოგიკვდი! როგორ დაგიკიდა ყველამ! განეშორები მიშას? განვეშორები!.. და ასე სამჯერ", - წერს ხათუნა ხოფერია.