იტალიის ახალი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის გადამდგარი პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე შეუდგება. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი მანდატი კონტეს პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მას შემდეგ მისცა, რაც იტალიის ცენტრისტული-მემარჯვენე დემოკრატიული პარტიის (PD) ლიდერები და პოპულისტური მოძრაობა "ხუთი ვარსკვლავი" კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ახალმა კოალიციამ პრემიერმინისტრად სწორედ კონტე აირჩია.
ახლა კონტემ ახალი მთავრობის პროგრამა უნდა შექმნას და მინისტრობის კანდიდატები შეარჩიოს.
20 აგვისტოს ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. სამთავრობო კრიზისი იტალიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც 8 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ 2018 წლის მარტის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული საპარლამენტო უმრავლესობა აღარ არსებობს, და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ჯუზეპე კონტეს შეფასებით, სალვინიმ თავისი დაპირებები დაარღვია, პირადი და პარტიული ინტერესების გატარება დაიწყო და პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გამოიჩინა.