ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე ვერტმფრენის და მსუბუქი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 2 მათგანი მცირეწლოვანია. ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე ინფორმაცია 5 დაღუპულზე ვრცელდებოდა.
ოფიციალური წყაროების ცნობით, შემთხვევა 25 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.