ტრამპს 2020 წლის არჩევნებში მეორე რესპუბლიკელი კონკურენტი გამოუჩნდა

ტრამპს 2020 წლის არჩევნებში მეორე რესპუბლიკელი კონკურენტი გამოუჩნდა

კონსერვატიული რადიოშოუს წამყვანი და ყოფილი კანონმდებელი ჯო უოლში აშშ-ის შუალედურ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ BBC წერს.

უოლში მეორე რესპუბლიკელია, ვინც პარტიის ნომინაციისთვის აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეებრძოლება.

„ქვეყანას მობეზრდა ეს კაცი. ბავშვივით იქცევა. ის შეუფერებელია პოსტისთვის. ალტერნატივაა საჭირო“, - განაცხადა 57 წლის უოლშმა.

პრეზიდენტ ტრამპს მის სიტყვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2011-2013 წლებში უოლში წარმომადგენელთა პალატაში ილინოისის შტატის სახელით მსახურობდა. ის „ჩაის პარტიის“ წარმომადგენელი იყო.

აპრილში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ბილ უელდმა განაცხადა.

თანამედროვე ისტორიაში არცერთ მოქმედ პრეზიდენტს საკუთარი პარტიის შუალედური არჩევნები არ წაუგია.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ი 3 ნოემბერს ჩატარდება.