ჰონგ-კონგის უზენაესმა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა აეროპორტში საპროტესტო აქციების ამკრძალავი დადგენილება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
13 აგვისტოს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ სასამართლოს საპროტესტო აქციების აკრძალვა მოსთხოვა, მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს დემონსტრანტებს დიდი საპროტესტო აქცია აქვთ დაგეგმილი. ისინი აეროპორტამდე მისასვლელი გზების ბლოკირებას გეგმავენ, რაც როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება.
მოსამართლის განცხადებით, მათ იციან დემონსტრანტების გეგმების შესახებ. მისივე განცხადებით, გზების ბლოკირება აეროპორტს ძალიან დიდ ზარალს მიაყენებს.