აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში მეტროს მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახური ავრცელებს.
„სხვადასხვა სახის დაზიანებები 27-მა ადამიანმა მიიღო, 13 მათგანი ადგილობრივ ტრავმატოლოგიურ პუნქტებში მოათავსეს“, - წერს სახანძრო-სამაშველო სამსახური Twitter-ზე.
გამოცემა Sacramento Bee-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 ბრიგადა და 40 მაშველი მუშაობდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია, გამოძიებას ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი კომპანია აწარმოებს.