ვაშინგტონი მოსკოვს ახალ შეიარაღებაზე მუშაობის დაწყებას აიძულებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრებთან თათბირზე განაცხადა.
„როგორც იცით, ჩვენ არასოდეს გვინდოდა და არც ვაპირებთ აზარტულ და ჩვენი ეკონომიკისთვის დამანგრეველ შეიარაღებათა ბრძოლაში ჩართვას. მაგრამ აშშ-ის მიერ 2003 წელს თავდაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეზღუდვის შეთანხმებიდან ცალმხრივმა გამოსვლამ ჩვენს მიერ უახლესი, ანალოგის არმქონე შეიარაღების სისტემებზე მუშაობის დაწყება გამოიწვია. იძულებულები ვიყავით ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოებაზე გვეზრუნა. ამას ახლაც გავაკეთებთ და რა თქმა უნდა მომავალშიც“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აშშ საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის გაუქმებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ვაშინგტონის მიერ ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდით გამოწვეული საფრთხის შეფასება და სიმეტრიული პასუხის მომზადება დაავალა.
ვაშინგტონმა მცირე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა 19 აგვისტოს გამოსცადა.
რუსეთმა „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.