აშშ-მა თურქეთისთვის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Patriot-ის გაყიდვაზე გაკეთებული წინადადება ოფიციალურად გააუქმა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, ანკარა ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის შეძენის შემთხვევაში ვაშინგტონის წინადადებას ძალა დაეკარგებოდა.
დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სარაკეტო სისტემა Patriot-ს თურქეთს $ 3.5 მილიარდად მიჰყიდიდა.
თურქეთმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შ-400 ივნისში შეიძინა. თეთრი სახლში ანკარას გარიგებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ვაშინგტონმა ანკარა უახლესი გამანადგურებლების F-35 პროგრამიდან გარიცხა, რის გამოც თურქეთმა 100 თვითმფრინავის შეძენის და მათ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.