კრემლის ვებგვერდი მაკრონის გამოსვლის რედაქტირებაში გამოიჭირეს ​

კრემლის ვებგვერდი მაკრონის გამოსვლის რედაქტირებაში გამოიჭირეს ​

კრემლის ვებგვერდზე საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამა შეცდომებით არის გამოქვეყნებული. ეს BBC-ს რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ტექსტში ვერ მოხვდა მაკრონის არცერთი ფრაზა, რომელშიც ის სიტყვა "არჩევნებს" იყენებს.

მაგალითად, მაკრონის ფრაზა "ბევრი შეწუხდა დაკავებების გამო, ადამიანების თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის გამო, ასევე დაწესებული შეზღუდვების გამო" ასე გადაითარგმნა: "ხალხი მოსკოვში მომხდარი მოვლენების გამო შეწუხდა: დაკავებებით და ა.შ., ყველა იმ შეზღუდვით, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან დაწესდა".

მაკრონის მიერ გამოყენებული სიტყვა "არჩევნები" ანალოგიურად ყველა სხვა შემთხვევაში შეცვალეს. BBC-მ ოთხი ასეთი ეპიზოდი აღმოაჩინა. როგორც გამომცემლობას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა გაუგებრობა თარჯიმნის შეცდომას მოჰყვა: "ეს სინქრონული თარგმნის ტექსტია. ასეთი რამ ხდება ხოლმე". პესკოვმა დასძინა, რომ კრემლის ვებგვერდი სტენოგრამის გამოსწორებას გეგმავს.

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს საფრანგეთში, 19 აგვისტოს შეხვდნენ. ვიზიტისას პუტინი პირველად გამოეხმაურა საპროტესტო აქციებს მოსკოვში.