ირანის პრეზიდენტმა ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წარადგინა. განცხადება ამის შესახებ ჰასან როუჰანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ბავარ 373" ირანში შემუშავებული და წარმოებული კომპლექსია. სისტემას ერთდროულად 300 სამიზნის აღმოჩენა შეუძლია. ის აღჭურვილია რაკეტებით "საიად-4" და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება 27 კილომეტრის სიმაღლიდან შეუძლია.
თეირანმა კომპლექსზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთმა ირანს საჰაერო დაცვის სისტემა შ-300-ის გაყიდვაზე უარი უთხრა.
ოფიციალური დემონსტრაციის შემდეგ "ბავარ 373" ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებს გადაეცა.