დონალდ ტრამპი აშშ-ში არალეგალი მიგრანტების ან სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ გაჩენილი ბავშვებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ამ საკითხზე ძალიან სერიოზულად ვმსჯელობთ. დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობა. გადმოდიხართ საზღვარზე, ბავშვს აჩენთ და გილოცავთ - ახლა ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა. ეს უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა ტრამპმა
1868 წლიდან აშშ-ი კონსტიტუციის 14-ე ცვლილება მოქმედებს, რომლის მიხედვით შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებულ ნებისმიერ ადამიანს ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭება, მისი ჩამორთმევა კი მხოლოდ სასამართლოს განაჩენით ხდება.
ტრამპი 14-ე ცვლილების ჯერ კიდევ თავისი საარჩევნო კამპანიის დროს აკრიტიკებდა.