ბოლო 2 დღის განმავლობაში ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გაზეთ Hindustan Times-ის ინფორმაციით, შტატ ხიმაჩალ-პრადეშიდან ევაკუირებულია ათასზე მეტი ტურისტი. ნაწილობრივ ან მთლიანად არის შეზღუდული მოძრაობა 670 გზაზე.
ზაფხულის განმავლობაში ინდოეთის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მუსონური წვიმის გამო 1000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. სპეციალისტების შეფასებით, წლევანდელი მუსონი ინდოეთისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა.