კუნძულ სარდინიაზე ქვიშის მოპარვის გამო ფრანგ წყვილს პატიმრობა ემუქრება

კუნძულ სარდინიაზე ქვიშის მოპარვის გამო ფრანგ წყვილს პატიმრობა ემუქრება

ფრანგ წყვილს, რომლის მანქანაშიც 40 კგ სარდინიული ქვიშა ნახეს, შესაძლოა 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს. ამის შესახებ BBC წერს. 

წყვილი აცხადებს, რომ მათ ქვიშის წაღება სუვენირად სურდათ და არ იცოდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. გამოცემის ცნობით, იტალიის კუნძულ სარდინიის ცნობილი თეთრი ქვიშა საზოგადოების საკუთრებად მიიჩნევა და მისი კუნძულიდან გატანა მკაცრად იკრძალება.

პოლიციამ თეთრი ქვიშა პოლიეთილენის 14 ბოთლში იპოვა. სასჯელი 1-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.