უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ქალიშვილის გულნარა კარიმოვას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკეთის პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიება ექსპრეზიდენტის ქალიშვილს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმების გაფორმებას, სახელმწიფო სახსრების მითვისებას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების გამოძალვას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, კარიმოვამ სახელმწიფოსგან დაბალ ფასად ორი მსხვილი ცემენტის ქარხნის აქციები შეიძინა, შემდეგ კი ეს ქონება უცხოელ ბიზნესმენებს მიჰყიდა.
ამჟამად კარიმოვა ციხეში იხდის სასჯელს. 2015 წელს მას ხუთი წლით თავისუფლება შეეზღუდა, 2017 წელს კი სასჯელი კიდევ ხუთი წლით გაუგრძელდა. ციხეში ის 2019 წელს „წესრიგის დარღვევის“ გამო გადაიყვანეს.
გულნარა კარიმოვას მამა ისლამ კარიმოვი უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტს 1990-2016 წლებში იკავებდა. მამის პრეზიდენტობის დროს გულნარა კარიმოვა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობას იკავებდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა.