გრენლანდია არ იყიდება, ის დანიური არ არის, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიას, განაცხადა კუნძულზე ვიზიტის დროს დანიის პრემიერმინისტრმა. დანიელი პოლიტიკოსის კომენტარს Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეტე ფრედერიქსენი იმედოვნებს, რომ ეს თემა სერიოზულად არ განიხილება.
„ეს აბსურდული მსჯელობაა და ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს“, - განუცხადა დანიელმა პოლიტიკოსმა დანიურ მაუწყებელს.
ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ლარი კუდლოვმა დაადასტურა, რომ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის იდეა მრჩევლებთან განიხილა.
მანვე აღნიშნა, რომ კუნძულის ყიდვა აშშ-ის 33-ე პრეზიდენტს ჰარი ტრუმენსაც სურდა.
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი კოპენჰაგენში სავარაუდოდ მომდევნო თვის დასაწყისში შედგება.