ბრიტანულმა კვლევითმა ჯგუფმა Forensic Architecture 2014 წელს ილოვაისკთან ბრძოლაში რუსი სამხედროების მონაწილეობის მტკიცებულება აღმოაჩინა.
The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევისთვის სპეციალისტებმა ღია წყაროებზე არსებული მასალა გამოიყენეს. კერძოდ, Youtube-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერები, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა გააანალიზა. შედეგად დადგინდა, რომ ბრძოლაში Т-72Б3-ის მოდელის ტანკები მონაწილეობდა, რომელსაც იმ დროისთვის მხოლოდ რუსული ჯარი იყენებდა.
ილოვაისკთან მომხდარი ბრძოლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის უკრაინის კონფლიქტის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. სახელმწიფო ჯარის უპირატესობის მიუხედავად გამარჯვება სეპარატისტებმა მოიპოვეს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მათ რუსეთის ფედერაციის სამხედროები ეხმარებოდნენ.