ნიდერლანდების პრინცესა კრისტინა 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამეფო ოჯახი ავრცელებს.
პრინცესა ჰააგაში, საკუთარ სასახლეში გარდაიცვალა. რამდენიმე წლის წინ მას ძვლის კიბო აღმოუჩინეს.
კრისტინა 1947 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ის პრინც ბერნარდის და პრინცესა იულიანას მეოთხე, ყველაზე უმცროსი ქალიშვილი იყო. კრისტინა ნიდერლანდების მოქმედი მეფის ვილემ-ალექსანდერის დეიდა და ყოფილი დედოფლის ბეატრიქსის და არის.
პრინცესა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი იყო, ვინაიდან ახალგაზრდობაშივე ტახტის პრეტენდენტობაზე და საჯარო ყურადღების ცენტრში ყოფნაზე უარი თქვა. კრისტინა აშშ-სა და იტალიაში ცხოვრობდა, 1975 წელს გათხოვდა და სამი შვილი გააჩინა.
პრინცესა კრისტინას დაკრძალვის ცერემონია ნორდეინდეს სასახლეში გაიმართება.