აშშ-ის მოთხოვნის მიუხედავად გიბრალტარის უმაღლესმა სასამართლომ ირანის სუპერტანკერ Grace 1-ს პატიმრობა მოუხსნა, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ცნობით, ტანკერს გიბრალტარის დატოვება შეუძლია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე გათავისუფლდა ტანკერის ინდოელი კაპიტანი და სამი მეზღვაური.
4 ივლისს ირანული Grace 1 გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით დააკავა. Grace 1-ის დაკავება ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა იყო, რადგან ევროკავშირის სანქციების მიუხედავად ნავთობი სირიაში გადაჰქონდა.
ინციდენტის შემდეგ, ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ირანულმა ნავებმა ბრიტანული ნავთობმზიდის შეფერხება სცადა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიბრალტარის წყლებში ირანული ტანკერის Grace 1-ის დაპატიმრებას მოითხოვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.