ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციაში წყალქვეშა აპარატების ექსპორტი აკრძალა, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობამ სპეციალური განკარგულება გამოსცა. გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რადგან ქვეყანა ამ სფეროს განვითარებას ცდილობს.
„რუსეთი ავითარებს წყალქვეშა აპარატების სეგმენტს და ფუნქციონალურ შესაძლებლობებს. ამიტომ ნაციონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე რუსეთში ვაჩერებთ, წყალქვეშა აპარატების ექსპორტს“ - ნათქვამია განმარტებაში, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახლავს.
წყალქვეშა აპარატებზე საექსპორტო ლიცენზიების გაცემა ბრიტანეთში აღნიშნული დადგენილებით გაკონტროლდება.