ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ამოუცნობი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ოფიციალური წყაროები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ცდები პროვინცია კანვონდოში ჩატარდა.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ფხენიანის მიერ ეს რაკეტების გაშვების უკვე მეექვსე შემთხვევაა. სეულში მომხდარს „ძალის დემონსტრაციას“ უწოდებენ და ახალ ცდებს სამხრეთ კორეის და აშშ-ის საერთო სამხედრო სწავლებას უკავშირებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან ყველა სახის მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა და ამაზე სრული პასუხისმგებლობა სეულს დააკისრა.