მთამსვლელებს, რომლებსაც ევერესტის დაპყრობა სურთ, ახალი წესების დაკმაყოფილება მოუწევთ. პირველ რიგში მთავარი კრიტერიუმი გამოცდილებაა. ნეპალის მთავრობის რეკომენდაციის მიხედვით, მთამსვლელს ნეპალში დაფარული უნდა ჰქონდეს მწვერვალი, რომლის სიგრძეც მინიმუმ 6 500 მეტრს აღწევს.
მათ ასევე უნდა წარადგინონ ფიზიკური მომზადების სერტიფიკატი.
რაც შეეხება ევერესტის დალაშქვრის საფასურს, ახალი წინადადებით, ის $35 000-ს შეადგენს, $20,000 დოლარი კი სხვა მწვერვალებისთვის, რომელიც 8,000 მეტრზე მაღალია.
მიმდინარე წელს ევერესტზე 11 მთამსვლელი დაიღუპა. 9 ადამიანი ნეპალის, დანარჩენი ორი კი ტიბეტის მხარეს დაიღუპა.
381 ნებართვის გაცემის გამო ნეპალს აკრიტიკებენ. ამ სეზონზე თითოეული ნებართვის ღირებულება $11,000 იყო.