იაპონიაში ტროპიკული შტორმის გამო 400 000 ადამიანზე მეტი ევაკუირებულია

იაპონიაში ტროპიკული შტორმის გამო 400 000 ადამიანზე მეტი ევაკუირებულია

იაპონიაში ტროპიკულ შტორმ "კროსას" გამო 400 000 ადამიანზე მეტი ევაკუირებულია. ამის შესახებ ღეუტერს-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ძლიერი წვიმის გამო გაუქმებულია ასობით ავიარეისი, რამდენიმე მიმართულებით შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა.

კუნძულ შიკოკუზე ქარის სიჩქარე საათში 162 კილომეტრს აღწევს. მეტეოროლოგები წყალდიდობის და მეწყერის ჩამოწოლის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

შტორმი ჩრდილოეთით, იაპონიის ზღვისკენ მიემართება, შემდეგ კი კუნძულ ჰოკაიდოსკენ წავა, სადაც სპეციალისტების აზრით, ძალას დაკარგავს.