კაცი, რომელმაც ფილადელფიაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ინციდენტი მაშინ დაიწყო, როცა პოლიცია ერთ-ერთ სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა. ოფიცრები ნარკოტიკებს ეძებდნენ, მაგრამ სახლში მყოფმა კაცმა მათ ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 6 სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სროლა პოლიციასა და შეიარაღებულ კაცს შორის ადგილობრივი დროით 16:30 საათზე დაიწყო. ეჭვმიტანილი სახლში ჩაიკეტა და პოლიციას 8 საათის განმავლობაში არ ბარდებოდა.
შემთხვევა აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში 15 აგვისტოს მოხდა.