CNN: პუტინის პირადი ჯარი აფრიკაში მოსკოვის კონტროლს აძლიერებს

CNN: პუტინის პირადი ჯარი აფრიკაში მოსკოვის კონტროლს აძლიერებს

"ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ყოფნის შესახებ საიდუმლო არაფერია. ქუჩებში გამოფენილია პროპაგანდისტული პლაკატები, რომლებიც აცხადებენ: "რუსეთი: თქვენი ჯარის გვერდით! ადგილობრივი რადიოსადგური რუსულ ბალადებს და რუსული ენის გაკვეთილებს უშვებს ეთერში. ჯარის ახალწვეულებს რუსულად, რუსული იარაღის გამოყენებით წვრთნიან", - ასე იწყებს სტატიას CNN-ი, რომელიც ერთთვიანი საგამოძიებო მასალას აერთიანებს.

CNN-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოსკოვი საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობს, რათა რეგიონში მთავარი მოთამაშე გახდეს. CNN-ის ინფორმაციით, ამ ყველაფერს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს, რომელსაც "პუტინის შეფ-მზარეულსაც" უწოდებენ. ის აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.

კერძოდ კი პრიგოჟინი ამ ყველაფერს კომპანია Lobaye Invest-ის დახმარებით აკეთებს, რომელმაც 2018 წელს ქვეყანაში ალმასისა და ოქროს მოპოვებაზე სამწლიანი ტენდერი მოიგო.

CNN-ის საგამოძიებო მასალის თანახმად, ოლიგარქი პრიგოჟინი ასევე აფინანსებს ადგილობრივი ჯარისკაცების სამხედრო წვრთნებს და როგორც მედიასაშუალება აცხადებს, ცნობილი ფაქტია, რომ ოლიგარქი კერძო სამხედრო კონტრაქტორებს ამზადებს. ის მიიჩნევა "ვაგნერის" მამოძრავებელ ძალად, რომლის მებრძოლებიც წარმატებით ართმევდნენ დაკისრებულ მოვალეობას თავს სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში.