სიცხის ტალღას იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ კვირაში დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი, საავადმყოფოებში მოთავსებულების რაოდენობა კი 12 751 შეადგენს.
სტატისტიკა 5-11 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, რა დროსაც ქვეყნის ზოგ რეგიონში ტემპერატურამ 39 გრადუსამდე მოიმატა. ექსპერტების ვარაუდით, უჩვეულო სიცხე იაპონიაში კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.