ნატოში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის ავიაგამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს.
მათი თქმით, რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოს მიფრინავდა. შესაბამისად, ნატოს ბალტიის მისიის ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.
როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, ავიაგამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ ნატოს ავიაგამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა არ მისცეს.
ბალტიის ზღვის თავზე ნატოს F-18-ის ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება გუშინ სცადა.