ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მეორე ომთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიასაშუალებას ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში კადიროვმა ხატაბის მებრძოლების ლიდერი იბნ ალ-ხატაბი, რომელიც 1999 წელს დაღესტანში შეიჭრა, იმამ შამილს შეადარა - დაღესტნელებისა და ჩეჩნების ეროვნულ გმირს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ბრძოლას ხელმძღვანელობდა.
"კამპანია „ხატაბი და კო“-ს ავანტიურა ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, შამილის მოქმედებებმა კი ხელი შეუწყო ჩეჩენი მოსახლეობის ნახევარზე მეტის განადგურებას და 20 წლის განმავლობაში მთელი ჩეჩნეთის გადაწვას, რის სანაცვლოდაც მან რუსი თავადის წოდება მიიღო", - განაცხადა ინტერვიუში კადიროვმა.
დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კადიროვის ეს განცხადება არასანქცირებული აქციით გააპროტესტა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კადიროვი დაღესტნელებს არწმუნებს, რომ ჟურნალისტებმა მისი სიტყვები დაამახინჯეს.