2019 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან 11 500 მიგრანტი გააძევეს

2019 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან 11 500 მიგრანტი გააძევეს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანიის მთავრობამ ქვეყნიდან 11 496 მიგრანტის დეპორტაცია განახორციელა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

დეპორტირებულების უმრავლესობას ალბანეთის, სერბეთის, რუსეთის, საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები წარმოადგენენ. გარდა ამისა, გერმანიის საზღვარზე, ქვეყანაში შესვლის მცდელობისას 6905 არალეგალი მიგრანტი შეაჩერეს. კიდე 1 525 ადამიანი ქვეყნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

ევროკავშირში მოქმედი დუბლინის შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს 4 215 თავშესაფრის მაძიებელი გადასცა.