კანადაში ატრაქციონზე საბაგიროები მწყობრიდან გამოიყვანეს

კანადაში ატრაქციონზე საბაგიროები მწყობრიდან გამოიყვანეს

კანადაში პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში რამდენიმე საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა.

პოლიციის განცხადებით, საქმე ეხება ვანდალურ ფაქტს, რადგან ვარაუდობენ, რომ სატრანსპორტო საშუალების კაბელები გადაჭრეს.

შედეგად ე.წ. გონდოლები მიწაზე დაეშვა. ინციდენტი ვანკუვერთან ახლოს მდებარე ატრაქციონზე მოხდა. შემთხვევის დროს, ადგილობრივი დროით 04:30 საათზე ტრანსპორტი არ მოქმედებდა, აქედან გამომდინარე არავინ დაშავებულა. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კაბელებზე მიერთებული 30 სატრანსპორტო საშუალება მიწაზე დაეცა.