ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა დემონსტრანტების გამო ავიარეისები შეაჩერა

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა დემონსტრანტების გამო ავიარეისები შეაჩერა

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე მასობრივი ანტისახელისუფლებო აქციების გამო ყველა ავიარეისი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ათასობით მომიტინგე აეროპორტის მთავარ ტერმინალთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საერთაშორისო ჰაბია, უკვე მეოთხე დღეა შეკრებილია.

გუშინ ჰონგ-კონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 9 ადამიანი დაშავდა.

ჰონგ-კონგში 9 კვირის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს პერიოდულად თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. 9 აგვისტოდან კი სამდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს.

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.