მართლაც განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში, პასუხი მარტენსს

მართლაც განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში, პასუხი მარტენსს

გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ წერილში ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი უილფრიდ მარტენსი, ევროპის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის, გრემ უატსონის მიერ გაკრიტიკებულ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იცავდა. სწორედ მას პასუხობს თედო ჯაფარიძე

ყურადსაღებია, რომ შუა ევროპული კრიზისის დროს, ბელგიელი პოლიტიკოსის ყურადღებას იპყრობს საქართველოს განვითარების პროცესი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს იმ ადამიანის მხარდაჭერისთვის ხდება, რომელიც დიდწილად პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველო დღეს საბჭოთა ტიპის ავტორიტრიზმის გზას ადგას.

Le Monde-ის სტატიაში, ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი უილფრიდ მარტენსი ევროპის ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს სერ გრემ უატსონს მისი განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც ვატსონი სააკაშვილს ადანაშაულებს „ტყუილების არსენალის“ ამოქმედებაში, რომლის მიზანიც შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიტაცებაა.

გასულ კვირაში, ყოფილი პრემიერმინისტრი საქართველოში იმყოფებოდა, ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებას უტევდა და ირწმუნებოდა, რომ „კარგი არჩევანის“ გაკეთებისთვის საქართველოს მოსახლეობა შეიძლება მოისყიდონო.

გზავნილი მკაფიოა: ფული და პოლიტიკა შეუთავსებელია. როდესაც ეს ორი რამ ერთმანეთს ერწყმის ვერ ენდობი ვერც ევროპელ პოლიტიკოსს და ვერც ელექტორატს.

„პოსტრევოლუციური“ საქართველო დემოკრატიულ მართვას მოითხოვს; და ამ დემოკრატიის სავარუდო გუშაგი თითქოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც სწორედ რომ პირიქით, გააუქმა 2003 წლის ვარდების რევოლუციის მიღწევები.

ამან დასავლელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. მათ შორის არის, ბ-ნი მარტენსის მემკვიდრე ჰერმან ვან რომპეი, რომელმაც 4 ივლისს „ტოლერანტული პოლიტიკური კულტურის“, ასევე „სამართლიანი კონკურენციისა და არჩევნებში ნამდვილი მონაწილეობისკენ“ მოუწოდა.

კითხვა, რომელსაც ბ-ნი მარტენსიც სვამს, მართლაც გაისმის: „რა სიგნალს ვუგზავნით ჩვენ“ ევროპის სამეზობლოს? ცხადია, ევროპას უნდა აღელვებდეს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. შეუძლია კი ევროპას აიტანოს მედიის მონოპოლიზება მთავრობის მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ლიდერი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის? ის, რომ ნებისმიერი მოხელე მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან და დაემუქრონ მის ოჯახს, ვიდრე ამ ყველაფრის ავტორი ევროატლანტიკურ თანამეგობრობას ერთგულებას უმტიკიცებს?

ამ ფონზე, როგორ შეიძლება ევროპამ შეინარჩუნოს მისი მორალური ავტორიტეტი, როგორც დემოკრატიული ღირებულებების თანამეგობრობამ და სოლიდარობა რეგიონში, თუკი ეს პრინციპები დაუცველია?

სააკაშვილს უფლება აქვს მძევლად ჰყავდეს ქართველი ხალხი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ სახელმწიფო მოღვაწეს მოსწონს მისი საგარეო პოლიტიკა? და ბინძური მეთოდებით თავგზას უბნევდეს ამომრჩეველს ივანიშვილის სავარუდო კავშირებით რუსეთთან, ზუსტად ისევე, როგორც პუტინი აქეზებდა საკუთარ ამომრჩეველს საქართველოსთან კონფლიქტისას? რას ნიშნავს ეს ევროატლანტიკური თანამეგობრობისთვის? ან სააკაშვილის ფლირტი ირანთან როგორ შეესაბამება მის განცხადებებს ერთგულებაზე?

ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი 2008 წლის შემდეგ თბილისს მხოლოდ იმიტომ სტუმრობდა, რომ ხაზი გაესვა „შთამბეჭდავი პროგრესისთვის“, საინტერესოა, რა ადგილები მოინახულა მან? შეხვდა კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს?

Amnesty International-მა თავის ბოლო ანგარიშში საქართველო გააკრიტიკა. შეხვდა თუ რა ის ფერმერებს, პედაგოგებს, პროფკავშირების და ოპოზიციის წარმომადგენლებს? მოინახულა თუ არა მან სასამართლო, რომლის განაჩენების 99%-ც გამამტყუნებელია, ან ნახა თუ არა მან ევროპაში ყველაზე გადატვირთული ციხეები? თუ ამ შეხვედრებმა აზრი დაკარგა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანდა? მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა სიტუაციის შესწავლისთვის საკმარისი არ არის.

ეგრედწოდებული შესაშური პროგრესი, რომელიც ბ-ნი მარტენსისთვის თვალსაჩინოა, უკეთეს შემთხვევაში „პოტიომკინის სოფლის“ ხედებია (რედ. – ყალბი სოფლები, რომელსაც აშენებდნენ იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოეხდინათ ეკატერინე II-ზე).

პარლამენტის ახალი შენობა ფარაონის ღირსი ნაგებობაა. ქვეყანაში, სადაც სტრუქტურული უმუშევრობა კვლავ 30%, სადაც ნიჭიერი ადამიანები საკუთარ ბედს საზღვარგარეთ ეძებენ, თბილისს აქვს პარლამენტი, რომელსაც მსოფლიოს დაჰიპნოზება შეუძლია, მათ შორის ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრის.

მარტენსის თანახმად, ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე პლუტოკრატისგან მომავალი ფულის ნაკადებია, რომელიც ცდილობს იმ ყველაფრის განადგურებას, რაც აქამდე გაკეთდა. თუკი ბ-ნ მარტენს ასე აღელვებს „პლუტოკრატის“ ფული, მაშინ, რატომ არ წუხდა იგი მაშინ, როდესაც ეს „პლუტოკრატი“ თავისი ფულით ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ქართველი ჯარისკაცების აღჭურვას და საქართველოს ბიუჯეტს ეხმარებოდა? რატომ გაუჩნდა ბ-ნ ივანიშვილს სამართლებრივი პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციას შეუერთდა?

ყოფილ პრემიერმინისტრს შეუძლია იამაყოს თავისი პოლიტიკური კავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილთან. ერთი მხრივ ბ-ნი მარტენსი მართალია: მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებლის დასწრება იქნება საჭირო, ყოველშემთხვევაში, თუკი ისინი ბ-ნი მარტენსისგან განსხვავებით რეალურად აფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას.

ოპოზიციის ბუნებაზე კი ერთი რამ უნდა ითქვას. ივანიშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია: ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და საქართველოს გადაქცევას რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ. მას სურს ეკონომიკასა და გადასახადების სფეროში რეალური რეფორმების განხორციელება და ეფექტური ბრძოლა კორუფციასთან.

ხელისუფლებამ, ოპოზიციის ლიდერს, არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალა. მან მოახერხა, ფრთხილი შენიღბვით,ამ ლიდერის აღკვეთა,პასპორტის ჩამორთმევით. ბატონ მარტენსს შეკითხვა არ გასჩენია,შეიძლება თუ არა, ხელისუფლების ამ მოქმედებამ, მიგვიყვანოს არჩევნების თაღლითურ შედეგამდე. მას არ აღელვებს სააკაშვილის ზედმეტი ძალაუფლება. იქნებ, ქართველმა ხალხმა შეძლოს თვითონ გამოსტყუოს მას ეს ძალაუფლება,და იქნებ, თვითონ საერთაშორისო დამკვირვებლების ფხიზელმა თვალებმა შეძლონ ვარდების რევოლუციის ნგრევის პროცესის ხელის შეშლა.

და ბოლოს, თუკი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ქართველები საკუთარ ნებას ფარულ ბიულეტინებში დააფიქსირებენ. თავის დაზღვევის მიზნით, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერს პასპორტი ჩამოართვა, რაც მას ხელს უშლის კენჭი იყაროს არჩევნებში. ბატონ მარტენსს შეკითხვა არ გასჩენია, ხომ არ მიგვიყვანს ეს არჩევნების შედეგების გაყალბებამდე. ის სააკაშვილის ძალაუფლების განმტკიცებაზე არ წუხს – ვიდრე ქართველი ხალხი საერთაშორისო დამკვირვებლების ფხიზელი მზერის დახმარებით ცდილობს ვარდების რევოლუციის განადგურება თავიდან აიცილოს.

თედო ჯაფარიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში; დღეს საქართველოს დემოკრატიული კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მდივანი
foreignpress.ge