დონალდ რამსფელდი საქართველოში ბრუნდება

დონალდ რამსფელდი საქართველოში ბრუნდება

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინგლისური ვებ- გვერდიდან სულ ახლახან გახდა ცნობილი, თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი საქართველოს ერთი კვირით ეწვია გასულ ივნისში.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, NATO–ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, ასევე ამერიკელები და NATO-ს უმაღლესი გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე მიჩისლავ ბუნუკი იმყოფებოდნენ ქვეყანაში გასულ თვეში; ვერშბოუს სტუმრობის დროს ვიცეპრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მის ქვეყანას სექტემბერში ეწვევა.

აშშ-სა და NATO-ს ოფიციოზის უმაღლეს წარმომადგენლებს რაღაც იზიდავს სამხრეთ კავკასიური ქვეყნისაკენ. 2 ივლისს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ხარშილაძეთან შესახვედრად აშშ-ს კონგრესმენთა ექვსწევრიანი დელეგაციაც ჩავიდა, რათა NATO-ს მიერ ავღანეთის ომში ჩასანაცვლებლად ამერიკელთა გაწვრთნილ ქართულ ჯარს დაკვირვებოდნენ.

ვერშბოუ, ყოფილი ელჩი NATO-სა და რუსეთში, თავდაცვის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, იმყოფებოდა ქვეყანაში თავდაცვისა და უშიშროების კონფერენციაზე დასასწრებად 29 ივნისს; მას თან ახლდა თავდაცვის მდივნის თანაშემწე (თავდაცვის მდივნის უფროსი მრჩეველი ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის საკითხებში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით) ენდრიუ ვებერი; თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში სელესტა ვოლანდერი და კონტრადმირალი მარკ მონტგომერი – აშშ-ს ევროპული მთავარსარდლის მოადგილე, დაგეგმარების პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორი.

ადმირალი მონტგომერი პირველი იყო, ვინც NATO-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მაისში განაცხადა, რომ აშშ-NATO-ს ევროპული ავიაგამანადგურებლების, ყუმბარმტყორცნების სისტემამ საწყის შესაძლებლობას მიაღწია ამერიკული სამხედრო ხომალდების ჩანაცვლების საქმეში, რომელიც აღჭურვილია სტანდარტული ყუმბარმტყორცნებით, თურქეთში განლაგებული თანამედროვე რადარებითა და აშშ-ს ავიაბაზის ცენტრით რამშტაინში, გერმანიაში.

საქართველოში კონფერენციის ჩატარებამდე ვერშბოუ შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციასა და ავღანეთში სამხედრო ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველო მალე NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდება.

პოლონელი გენერალი ბიენიეკი, NATO-აშშ-ს გაერთიანებული მთავარსარდლობის მეორე პირი, ასევე იმყოფებოდა საქართველოში ივნისში ორი დღით, როდესაც მან ლექცია წაიკითხა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და შეხვდა საქართველოში აკრედიტებულ NATO-ს წევრ სახელმწიფოთა სამხედრო ატაშეებს.

ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია დააკვირდება ამერიკელების და ქართველთა ერთობლივი წვრთნის პროცესს ავღანეთში ჩანაცვლების მიზნით, რომელიც აშშ-ს საელჩოს პრესრელიზის თანახმად წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალას (ISAF).

დელეგაციის ჩამოსვლის წინა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულებს ქუთაისში და განაცხადა შემდეგი:

„საქართველოში არმიაზე უფრო ავტორიტეტული არაფერია“.

ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ მარადიული სიფხიზლე, უნდა იყვნენ მუდმივად მობილიზებულნი, რადგანაც „მას, ვისაც სურს სრულიად საქართველოს დაპყრობა, არ სძინავს“.

„ჩვენ უზარმაზარი არმია არასოდეს გვეყოლება, მაგრამ ამავდროულად ჩვენს განკარგულებაში იქნება 100 000-მდე რეზერვისტი, რომლებიც მზად იქნებიან დაიცვან ჩვენი სოფლები, ქუჩები, ჩვენი მიწა–წყალი, თუკი ამას საჭიროება მითხოვს’’.

21 ივნისს რამსფელდი დაბრუნდა საქართველოში. მისი პირველი მოგზაურობა შედგა 2001 წლის დეკემბერში, თერთმეტ თვეში მას შემდეგ რაც ის აშშ-ს თავდაცვის მდივანი გახდა, რასაც მოჰყვა თავდაცვის დეპარტამენტისაგან საქართველოსთვის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელსაც თავდაპირველად უძღვებოდა აშშ-ს მწვანებერეტიანთა საგანგებო ძალები, შემდეგ – აშშ-ს საზღვაო კორპუსი და ბრიტანეთის არმიის პირადი შემადგენლობა. პროგრამამ გასტანა 2004 წლამდე, როცა საქართველომ მიაღწია სტაბილურობას. საბოლოო ჯამში აშშ-მ და მისმა NATO-ელმა მოკავშირეებმა გარდაქმნეს ქართული შეიარაღებული ძალები ერაყსა და ავღანეთში ჩანაცვლებისათვის, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და რუსეთთან ომისათვის 2008 წელს.

2003 წლის 5 დეკემბერს რამსფელდი მაღალი რანგის პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი იყო, ვინც ქვეყანას ეწვია ექსტრალეგალური პუტჩის შემდგომ პერიოდში, რომელიც ვარდების რევოლუციის სახელითაა ცნობილი, რის შედეგადაც მომდევნო თვეში 96 პროცენტიანი მაჩვენებლით სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის იძულებითი გადადგომიდან ორი კვირის შემდეგ, რამსფელდი თბილისში გახლდათ. თავის სიტყვაში მან „ხაზი გაუსვა ამერიკის უაღრესად მტკიცე მხარდაჭერას და სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოში“. მისი კომენტარი მკაცრი გაფრთხილება იყო აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, რომელთა ხელმძღვანელობასაც არავითარი მონაწილეობა არ სურდა ‘’ვარდების‘’ საქართველოში და მათი პრეზიდენტები მოსკოვს გაეშურნენ სასწრაფო კონსულტაციებისათვის თბილისის გადატრიალების შემდეგ, 23 ნოემბერს.

იგი შეხვდა ‘’ვარდების’’ ტრიუმვირატს, მაშინდელი საქართველოს დროებით პრეზიდენტს, ნინო ბურჯანაძეს, სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას (ვისი ოჯახიც 2005 წელს მისი გარდაცვალების გამო სააკაშვილს უყენებს ბრალდებას) და პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს. იგი ასევე ინსპექტირებაზე იმყოფებოდა კრწანისის ნაციონალურ საწვრთნელ ცენტრში, დედაქალაქთან ახლოს, სადაც წინა წლიდან მოყოლებული აშშ ქართულ ჯარს ავარჯიშებდა (რაც ამჟამადაც გრძელდება).

იმ ადრეულ პერიოდშიც, NATO-ში პარტნიორობისა და სამშვიდობო პროგრამის მიხედვით, რამსფელდი ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მიზნით განუწყვეტელი წინსვლა ჰქონოდა, სრული წევრობის ჩათვლით. მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით მან მოსთხოვა მოსკოვს „გაეყვანა რუსეთის ძალები საქართველოდან“, გულიხსმობდა რა მშვიდობისმყოფელთა მცირე კონტიგენტებს აჭარასა და სამხრეთ ოსეთში.

ნინო ბურჯანაძემ, ამჟამად სააკაშვილის ოპონენტმა, პენტაგონის შეფთან შეხვედრაზე თქვა: „ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ აშშ-სთან ურთიერთობას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს; იმასაც ვადასტურებთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და NATO-ში შესვლა პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მადლობელი ვიყავით მისტერ რამსფელდისა საქართველოსათვის ქმედითი დახმარების გაწევის გამო…“

თავის მხრივ, რამსფელდმა განაცხადა: „საქართველოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება NATO -სთან ახლო თანამშროლობისა. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, რაც ახალი ხელმძღვანელობის მიერაც დადასტურდა. ჩვენ ველოდებით პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მიახლოებას დასავლეთის დემოკრატიასთან“.

თბილისში ყოფნისას, თავისი დროის უდიდესი ნაწილი მან დაუთმო ნავთობსადენის შემოწმებას, რომელიც შემდეგში ჩაერთო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) ნავთობის ტრანსპორტირების პროექტში, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პოლიტიზირებული ნავთობსადენის რეპუტაცია აქვს.

თბილისში ჩამოსვლიდან ექვსი დღის შემდეგ ქართული საგანგებო ძალები შევიდნენ ისედაც დანგრეულ სამხრეთ ოსეთში. ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ შეფასებით : „ქვეყანაში კიდევ უფრო გაღვივდა დაძაბულობა, რაც სამოქალაქო ომისკენ უბიძგებდა მას“.

მისი წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ, პირველმა ოთხმა ქართულმა ბატალიონმა, რომელსაც წვრთნიდა აშშ-ს სამხედრო პირადი შემადგენლობა, წვრთნისა და აღჭურვის ქართული პროგრამის შესაბამისად დაასრულა მეცადინეობა.

2004 წლის მაისში აჭარა მოექცა პრეზიდენტ სააკაშვილის კლანჭებში, რასაც ფართო მასშტაბის ქართული სამხედრო წვრთნები მოჰყვა მისსავე საზღვარზე; სააკაშვილი იმუქრებოდა, რომ შემდეგი აფხაზეთი იქნებოდა; ოთხი წლის შემდეგ მან იგივე სცადა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალებმა აქეთ მოუწყვეს ინტერვენცია.

2005 წლის მაისში რამსფელდის მთავარსარდალი ჯორჯ ბუში პირველი და დღემდე ერთადერთი ამერიკელი სახელმწიფო მეთაური გახდა, ვინც კავკასიას ეწვია, როცა იგი 700 კაციანი დელეგაციით ჩავიდა საქართველოს დედაქალაქში და მიტინგზე სიტყვითაც გამოვიდა სააკაშვილთან ერთად.

მისი გამოსვლა მოგვაგონებდა პრეზიდენტ ჯონ კენედის სიტყვას, წარმოთქმულს 1963 წელს ბერლინის კედელთან:

„თქვენი გამბედაობა დემოკრატიული რეფორმებით ერთგვარი მესიჯია მსოფლიოს ხალხებისათვის, კერძოდ კავკასიისათვის, ცენტრალური აზიისათვის, ახლო აღმოსავლეთისათვის, სადაც იგივე სურვილი გამოსჭვივის თავისუფლებას მოწყურებული ახალგაზრდა ადამიანების გულებში“.

„უკანასკნელ თვეებში მსოფლიო მოწმეა იმედისმომცემი ცვლილებებისა ბაღდადიდან ბეირუთამდე და ბიშკეკამდე, მაგრამ აქამდე ხომ ერაყში ჰქონდა ადგილი მეწამულ რევოლუციას და ნარინჯისფერ რევოლუციას უკრაინაში ან კიდევ კედარის რევოლუციას ლიბანში და ახლა კიდევ ვარდების რევოლუციას საქართველოში’’.

ბიშკეკის მაგალითიც ხომ ერთგვარი მინიშნებაა 2005 წლის მარტში ყირგიზეთში მომხდარი ე.წ. ტიტების რევოლუციისა.

გასული თვის ბოლოს, როდესაც რამსფელდი დაბრუნდა საქართველოში, მას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიესალმა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია თავისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თაობაზე აშშ-სა და NATO-ს მფარველობის ქვეშ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, რამსფელდისა და ახალაიას შეხვედრის დროს „ფოკუსი მიმართული იყო საქართველოს თავდაცვის უნარებისა და სამხედრო განათლების დონის ამაღლებისაკენ“.

ორივე მხარე „ასევე შეეხო საქართველოს ჩართვას ISAF-ის მისიაში და NATO-ში ინტეგრირების პერსპექტივაში’’. საქართველოს თავდაცვის შეფმა „გამოხატა თავისი მადლიერება თავდაცვის ყოფილი მდივნის მიმართ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“.

შემდეგ ახალაიამ დასძინა, რომ „ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა პენტაგონში, სწორედ რამსფელდის მოღვაწეობისას და შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში’’.

ათიოდე დღის წინ რამსფელდს, დამსახურებისამებრ, საქართველოში პენტაგონ – NATO -ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა, რომელიც ამჟამად შემოწმებას გადის ახალი კონფლიქტის მზადყოფნისათვის.
foreignpress.ge