დევნილ ვერა ქობალიას, ნამდვილი დევნილები სამინისტროსთან მიუვარდნენ და გვარიანი აქციაც მოუწყვეს. “სამშობლოდან” უცერემონიოდ გამოძევებულ დევნილებს მხარს ოპოზიციონერებიც უბამდნენ. მორიგი აქცია თბილისი მერიასთან დაიგეგმა და 4 აგვისტოს განხორციელდება კიდეც.
სხვათა შორის, “მდგრად სამინისტროსთან” გამართულ აქციას არა მხოლოდ გამომცემლობა “სამშობლოს” რედაქციის შენობიდან გამოსახლებული დევნილები ესწრებოდნენ, არამედ თბილისში სხვადასხვა ობიექტებში დროებით მცხოვრები პირებიც. ისინი თვლიან, რომ ანალოგიური საფრთხე მათაც ემუქრებათ.
დევნილებმა რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს: ეკონომიკის სამინისტრომ არ გაასხვისოს არცერთი ობიექტი, ვიდრე დევნილები ქალაქ თბილისში ალტერნატიული ფართებით არ დაკმაყოფილდებიან; “სამშობლოს” რედაქციიდან გამოსახლებული დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ თბილისში; ფართები შეირჩეს უშუალოდ მათი მონაწილეობით.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, თბილისში საცხოვრებელი ფართის მოთხოვნა არ არის ახირება, რომ უფრო კომფორტულად იცხოვრონ, არამედ ეს მომდინარეობს იქიდან, რომ წლების განმავლობაში დიდი შრომის შედეგად მოახერხეს სამუშაო ადგილების შოვნა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ასევე, მიეცათ შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილებს განათლება მიაღებინონ.
საპროტესტო აქცია, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გრძედებოდა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ კუთხით ბრძოლას არ შეწყვეტენ და მიზნის მისაღწევად პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ. დღესვე დაიგეგმა მომდევნო საპროტესტო აქცია. დევნილების განცხადებით, 4 აგვისტოს თბილისის მერიასთან შეიკრიბებიან.
აღსანაშნავია, რომ “სამშობლოდან” გამოძევებული დევნილები პოლიტიკური პარტიების მხრიდან მიტოვებულნი არ ყოფილან. მათ მხარდამხარ ეკონომიკის სამინისტროს პრეტენზიები წაუყენეს კონსერვატორებმა - ლაშა ჩხარტიშვილმა და ბიძინა გუხაბიძემ.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ვალდებულია, დევნილებს დახმარება აღმოუჩინოს. “აქციის მონაწილეთა ძირითად მოთხოვნას მათთვის იმ ფართების დაკანონება წარმოადგენს, რომლებშიც ისინი უკვე წლებია ცხოვრობენ, ხელისუფლებამ კი მათი გამოსახლება დაიწყო. თუ დევნილების მიერ დაკავებული ფართები, უნდა გაიყიდოს, მთავრობამ მათ ალტერნატივა უნდა შესთავაზოს და სხვა ფართი აუცილებლად თბილისში გამოუყოს.
უნდა აღვნიშნო, რომ თბილისი უბრალო ახირება არ არის. დევნილები უკვე წლებია აქ ცხოვრობენ, აქ მუშაობენ და სხვაგან რა უნდა გააკეთონ, თავი რითი ირჩინონ? ამიტომ ვთხოვთ ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას, რომ როგორც დევნილმა, გულისხმიერება გამოიჩინოს და ამ ადამიანებს ფართების დაკანონებაში დაეხმაროს”, -განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილის მსგავსად, თბილისში ფართების გამოყოფის საჭიროებას დევნილებიც იმით ხსნიან, რომ მათ უკვე “მოიკიდეს ფეხი თბილისში და სხვაგან გაუჭირდებათ”.
”დევნილობის შემდეგ თბილისში ვცხოვრობთ. ბავშვებიც აქ შევიყვანეთ სკოლაში. სამსახური ძლივს ვიშოვეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ გამომცემლობა “სამშობლოს” შენობიდან გამოგვასახლეს და ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით. სამეგრელოს ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელ ფოცხოში ყოფილი ფერმის შენობა შემოგვთავაზეს, მაგრამ იქ თავი რითი უნდა ვირჩინოთ”, - განაცხადა შენობიდან გამოსახლებულმა ერთ-ერთმა სოხუმელმა დევნილმა.
რა თქმა უნდა, სამინისტროდან დვენილებს არავინ გამოხმაურებია, მით უმეტეს ყველაზე მდგრადი და საკუთარი “სივის” გამყალბებელი მინისტრი...