ორმა ვიეტნამელმა ბიზნესმენმა ამერიკული ქალაქი 700 ათას დოლარად იყიდა

ორმა ვიეტნამელმა ბიზნესმენმა ამერიკული ქალაქი 700 ათას დოლარად იყიდა

ორმა ვიეტნამელმა ბიზნესმენმა ამერიკული ქალაქი იყიდა. აშშ-ს ყველაზე პატარა ქალაქი ბუფორდი , რომელიც ვაიომინგის შტატში მდებარეობს, აუქციონზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც ის უკანასკნელმა მოსახლემ დატოვა. ბუფორდში არის ბენზოგასამართი სადგური, სახლი სამი საძინებლით, ავტოფარეხი და სახელოსნო. ლოტის ფასმა 700 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ევროებში.

მსოფლიოში არის ქალაქები, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორისაა ბუფორდი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაიომინგის შტატში, ქალაქებს, ლამარსა და შაიენს შორის, 1-80 ავტოსტრადაზე მდებარეობს. ბუფორდი ზღვის დონიდან 2 438 მეტრზეა განთავსებული, რის გამოც ის ნიუ იორკისა და სან ფრანცისკოს შემაერთებელ მთავარ გზატკეცილზე ყველაზე მაღალი დასახლებაა. ქალაქში ერთადერთი ადამიანი ცხოვრობდა დენ სალმონი. ის ერთდროულად მეეზოვეც იყო, სამართალდამცველიც, ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველიც და ქალაქის მერიც. ახლა ეს ფუნქციები ვიეტნამელ ბიზნესმენებს გადაეცათ.

ბუფორდი არ არის აშშ-ის ერთადერთი ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი მოსახლეა. ანალოგიური სიტუაციაა ნებრასკას შტატში, ქალაქ მონოვიში. ქალაქის განვითარებამ პიკს 1930-იან წლებში მიაღწია, როდესაც აქ 150 მოსახლე იყო. დიდ ვაკეზე მდებარე სხვა მცირედ დასახლებული ქალაქების მსგავსად, ბუფორდმა ადგილობრივი მოსახლეობა იმ სწრაფად მზარდი ქალაქების გამო დაკარგა, რომელთაც უკეთესი სამუშაო ადგილების შეთავაზება შეეძლოთ. 2000 წელს ჩატარებული აღწერისას, ქალაქში მხოლოდ 2 ადამიანი ცხოვორბდა, ცოლ-ქმარი რუდი და ელის ეილერები. ბატონი ეილერი 2004 წელს გარდაიცვალა და ამის შემდეგ, მისი მეუღლე ქალაქის ერთადერთი მოსახლეა. ის არის ქალაქის მერიც, საკუთარი თავისთვის თავადვე გასცემს ლიცენზიას ლიქიორზე და საკუთარ თავსვე უხდის გადასახადს. ეს საგზაო ქსელის განვითარების მუნიციპალური გეგმის მიღების და მონოვში ქუჩის ოთხი ფანარის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. 

ერთი ადამიანი ცხოვრობს ახალი ზელანდიის ქალაქ კესშიც. ქალაქი ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულ კენტერბერზე, სელვინის რეგიონში მდებარეობს, სახელმწიფო, 73-ე ავტომაგისტრალის შორიახლოს. 1987 წლის ნოემბრიდან ამ ქალაქზე გადის ცნობილი სამგზავრო მატარებელი TranzAlpine-ი. ქალაქის ერთადერთი მოსახლე ბარი დრამონდია. 

ერთადერთი ადამიანი, 38 წელის ჟან ბატისტ ლიული გიმასპინძლებთ საფრანგეთის ქალაქ როშფურშაშიც. ის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დრომის დეპარტამენტში მდებარეობს. ქალაქში ერთადერთი სახლი, გადაკეთებული ფარდული და ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებია.

კიდევ სამი ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მათგან ერთი, ბონანზა, იუტას შტატში. ის კოლორადოს დაბლობზეა გაშენებული, სადაც ნავთობის მოპოვება ხდება.

2010 წელს ჩატარებული აღწერით, ამ ქალაქში მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობს. ისევე როგორც ვაშინგტონის შტატში მდებარე ლორეში.  ეს პატარა ქალაქი კანადის მოსაზღვრე ფერის საგრაფოში მდებარეობს. აქ განთავსებულია უნიკალური აეროპორტი, რომელიც აშშ-სა და კანადას შორის მდებარეობს. ამერიკის და კანადის საბაჟოები კი, ავტოგასამართს სადგურთან, გზატკეცილზეა განთავსებული.

ერთი ადამიანი, ძირძველი ამერიკელი ცხოვრობს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ოილ სფრინგშიც, რომელიც ადრე ინდიელების რეზერვაციის ადგილს წარმოადგენდა. ქალაქი ორი ოლქის, ალეგანის და კატარაუგუს ტერიტორიაზე მდებარეობს.