დიდუბის რაიონის გამგეობა, ე.წ. „კარაჩაროვის“ ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-6 ა კორპუსში მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები მონტაჟდება, იცვლება ელექტროსისტემა და ბაგირები.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 800 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.