რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ელიტური ქვედანაყოფებით გააძლიერებს

რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ელიტური ქვედანაყოფებით გააძლიერებს

რუსეთი კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში სამხედრო-სადესანტო ძალების გაძლიერებას გეგმავს, რაც იმის ნიშანია, რომ მოსკოვის აზრით რეგიონში სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა გაზრდილია. აი რას წერს ამის შესახებ „ნეზავისიმაია გაზეტა“:

„არ არის გამორიცხული, რომ „მობილურობის და ეფქტურობის გაზრდის მიზნით“ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზები გაძლიერდება, კერძოდ საავიაციო-სადესანტო დანაყოფებით. ამის შესახებ, ამ დღეებში გენერალ ლეიტენანტმა ვლადიმერ შამანოვმა განაცხადა“

სამხედრო-სადესანტო ჯარები ელიტური დანაყოფებია. ეს კი იმის ვარაუდს აჩენს, რომ რუსეთის არმიას უფრო აქტიური როლი ეკისრება, ვიდრე დღეს სომხეთსა და ტაჯიკეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს, რომლებიც დიდწილად ქვეითი დანაყოფებია.

გენერალ-ლეიტენანტ შამანოვს დიდად არ განუმარტავს არმიის გაძლიერების არსი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა ნაკარნახევია შემდეგი მიზეზებით: ეს საჭიროა „რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებისთვის“ და განპირობებულია რუსეთის ფედერაციის „საერთაშორისო ვალდებულებებით“ „კოლექტიურ თავდაცვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის“ (CSTO) ფარგლებში. (აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულებები რუსეთმა საკუთარ თავზე დიდწილად თავად აიღო და CSTO-ს სხვა წევრ-სახელმწიფოებში ის დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს; და სწორედ იმ ამოცანების შესრულების ინსტრუმენტია, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობამ განსაზღვრა).

როგორც ეს პუბლიკაციაშია აღნიშნული, რუსი მედესანტეები ყირგიზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ბოლოდროინდელი არეულობის დროს, ხოლო საჰაერო-სადესანტო დანაყოფების გადასროლის საკითხი ტაჯიკეთში მუშავდებოდა შარშან გამართულ CSTO-ს წრთვნებზე, 2012 წელს კი საჰაერო-სადესანტო დანაყოფების წრთვნები CSTO-ს ფარგლებში სომხეთში იგეგმება. „მაგრამ დარჩება თუ არა საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფები მუდმივ რეჟიმში ამ სამხედრო ბაზებზე, უცნობია“, – დასძნეს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

აღნიშნულ გამოსვლას წინ უძღოდა შამანოვის ინფორმაცია ნოვოროსიისკთან ახლოს ვერტმფრენის პოლკის განთავსებაზე, იქ, სადაც დისლოცირებულია სამხედრო-სადესანტო ბაზა დაკავშირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსი პერიოდულად რთული სიტუაციის წარმოქმნასთან. ამან რა თქმა უნდა საქართველოს უკმაყოფილება გამოიწვია:

„მოსკოვის ეს ნაბიჯი ღია და დაუფარავი მუქარაა მიმართული სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, და არანაირ ეჭვს არ ტოვებს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად ვის წინააღმდეგაა მიმართული რუსეთის ფედერაციის მორიგი აგრესიული ქმედება. ცხადია, რომ რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობს განადგურებისა და საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ“.

საინტერესოა, რას იტყვიან აღნიშნული სამხედრო დანაყოფების პოტენციურ დისილოკაციაზე საკუთარ ტერიტორიებზე სომხეთი, ტაჯიკეთი (და შესაძლოა ყირგიზეთი). თუმცა ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს ვივარაუდოდ, რომ ავღანეთიდან ნატოს ჯარების დაგეგმილი გაყვანის წინ, რუსეთმა სერიოზულად გადაწყვიტა გააძლიეროს მისი სამხედრო გავლენა რეგიონში.
foreignpress.ge