პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ საქართველო-აშშ-ს კავშირი იმდენად ძლიერად გაამყარა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღემდე აშშ-სადმი ინტერესს არ იჩენდა, ვალდებულნი არიან წინასაარჩევნოდ ვაშინგტონთან დაამყარონ კავშირები.
უდავოა, რომ საქართველო ყოფილ საჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იხრება დასავლეთისკენ. მეტიც, მხოლოდ საქართველოში აღიქვამენ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის მოქიშპეები შეერთებულ შტატებს როგორც ლეგიტიმურობის მისაღებ საგარეო წყაროს და ინსტანციას აპელაციისათვის. ამგვარი მიდგომა, იქნება ის ტაქტიკური სვლა თუ ღირებულებებზე დამყარებული პოზიცია, შეერთებულ შტატებს განსაკუთრებულ გავლენას ანიჭებს. თბილისში აშშ-ს საელჩოსა და ვაშინგტონის სიტყვას დიდი წონა აქვს. მას ითვალისწინებენ და განიხილავენ (ხანდახან გადაჭარბებულადაც). ქართველი პოლიტიკური ოპონენტები საკუთარი შიდა პოლიტიკური სტრატეგიებისათვის აშშ-ს სხვადასხვა გზის მეშვეობით ფაქტორად იყენებენ.
ამ როლს აშშ სერიოზულად და ხანდახან მძიმედ ეკიდება, როგორც ქვეყნის (აშშ) საგარეო პოლიტიკის, ასევე ვაშინგტონის პოლიტიკის კუთხით. ამერიკის მიერ ქართველი პოლიტიკოსებისა და კანონმდებლობის ღირებულებითი შეფასებები უწყვეტ დარიგებად იქცევა ხოლმე და საქართველოზე განსაკუთრებული გავლენა წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შეიძლება ამგვარი როლი იუარონ, შეერთებული შტატები საქართველოს პოლიტიკის საგარეო მსაჯად აღიქმება. ეს როლი უფრო მეტად პროცესუალურ საკითხებზეა ფოკუსირებული, ვიდრე პოლიტიკურზე. ხანდახან ევროკავშირიც (წევრი სახელმწიფოების ელჩები კოლექტიურ ფორმატში) იმავე როლს თამაშობს თბილისში, მაგრამ აშშ-ს აქტიურობა და გავლენა ევროკავშირისას ნამდვილად აღემატება.
აშშ-ს ორგანიზაციები აფინანსებენ და ატარებენ საზოგადოებრივი აზრის გავლენიან გამოკითხვებს და აშშ-ს საელჩოსგან ყველა ელის სადავო პოლიტიკური მოვლენების ან კანონების შეფასებას და ხშირ შემთხვევაში მას სთხოვენ კიდეც ამის გაკეთებას. ოპოზიციური პარტიებიც რეგულალურად მიმართავენ ამავე საელჩოს მთავრობის საწინააღმდეგო ჩივილებით. ვაშინგტონის კონგრესის ყველა დოკუმენტი მრავალჯერ განიხილება თბილისში და აშშ-ს ოფიციალური პირებიც, დაწყებული პრეზიდენტ ბარაკ ობამადან, დამთავრებული ელჩად დანიშნული რიჩარდ ნორლანდით, საქართველოს დემოკრატიულ ქმედებებს „ტესტებს უტარებენ“ (ობამას „ხელისუფლების გადაცემის“ ტესტი, ნორლანდის „არჩევნები როგორც ლაკმუსის ქაღალდი“ – აშშ-ს სენატის მოსმენა, 21 მარტი)
ივანიშვილი, რომლის ქონებაც საქართველოს წლიური მშპ-ს ნახევარს უდრის, კარჩაკეტილი ცხოვრებიდან ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და თავისი მოძრაობით „ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივი ძალაუფლების მოსაპოვებლად დაიწყო მოქმედება. ივანიშვილი ინარჩუნებს ხანგრძლივ ბიზნესკავშირებს რუსეთთან. ძალაულებისთვის ბრძოლის დაწყებამდე, მას და „ქართული ოცნების“ სხვა პოლიტიკოსებს შეერთებული შტატების მიმართ ინტერესი არასდროს გამოუჩენიათ. მათ წარსულში არც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გავწევრიანებისაკენ მისწრაფება შეინიშნება. მათი გუნდი ინტენსიურად პროვინციულ-შეზღუდულია, 1990-იანი წლების აზროვნებით. რა შეიძლება იყოს უფრო მეტად განსხვავებული სააკაშვილის ახალგაზრდა, ინგლისურად მოლაპარაკე, აშშ-სადმი დიანტერესებული და ნატოზე ფოკუსირებული მთავრობისაგან.
ქართულ პოლიტიკაში აშშ-ს როლის გათვალისწინებით, ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკური კამპანია წამოიწყო, თავი ვალდებულად იგრძნო, აშშ-ში აქტიური ლობირებით შეეცვალა გულგრილობა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იჩენდა. ივანიშვილმა თვის პირველ და მთავარ მოკავშირედ ირაკლი ალასანია აირჩია, გაითვალისწინა რა ალსანიას წარსული, პრო-ამერიკული რეპუტაცია და დიპლომატიური კავშირი ვაშინგტონთან. თუკი ეს მის მთავარ დამატებით ღირებულებას წარმოადგენდა ივანიშვილის კამპანისთვის, მალე დამტკიცდა, რომ ეს ფაქტორი გაზვიადებულად შეაფასეს. აშშ და ევროკავშირის დიპლომატებმა უმტკივნეულოდ მოიცილეს ის თავიდან, როდესაც ალასანიამ საქართველოს მთავრობას სირიის ტიპის ჰომსის სცენარის დაგეგმვაში დასდო ბრალი და დასავლეთს ამის აღკვეთისკენ მოუწოდა. ალასანია, რომლის პარტიასაც გამოკითხვებში მხოლოდ ერთციფრიანი რეიტინგი აქვს, უფრო შორს წავიდა და დაიმუქრა, რომ „ქართული ოცნების“ კოალიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს თუ ისინი „ქართული ოცნების“ ეგზიტ პოლს არ დაემთხვევა. (EDM, 29 მარტი)
30 მარტს ივანიშვილის ადმინისტრაციამ გამოსცა მოცულობითი განცხადება, რომელშიც მოითხოვდა აშშ-ს ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შეჩრებას და აცხადებდა, რომ მათი მეთოდოლოგია სადავოა. ასეთი იყო ივანიშვილის რეაქცია NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე. ეს კვლევა ექვს თვეში ერთხელ ტარდება. შედეგების მიხედვით „ქართული ოცნება“ საკმაოდ ჩამორჩა მმართველ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.” აშშ-ს საელჩომ საქართველოში მოთხოვნის ასრულებაზე უარი განცხადა და ორივე ინსტიტუტისადმი სრული ნდობა გამოთქვა (Civil Georgia, 30, 31 მარტი).
ივანიშვილმა ალასანია და მისი პარტია („ქართული ოცნების“ უმცროსი მოკავშირე) ვაშინგტონის ლობისტურ ფირმებთან დადებული პირველი კონტაქტის ბენეფიციარებად აქცია. ამასობაში კი, ვაშინგტონის ოთხი ყველაზე ძვირადღირებული ლობისტური კომპანია ივანიშვილისა და მისი “ქართული ოცნების” ლობირებისთვის დაიქირავეს. ეს ინფორმაცია ფირმების იმ ჩანაწერებიდანაა მოპოვებული, რომელთა გამოაშკარავებაც კანონის მიხედვით მოეთხოვებათ. (Foreign Policy [Washington], 2 აპრილი).
ამ ძვირადღირებული ლობირების მიზანი, როგოც ჩანს, ოთხმაგია (ჩამონათვალი მნიშვნელოვნების ზრდის მიხედვით) პირველი – ივანიშვილისადმი დადებითი და ქართული მთავრობისადმი უარყოფითად განწყობილი კომენტარების გაზრდა, რომლებსაც არჩევნების განმავლობაში ქვეყანას გაუმეორებენ. მეორე – ქართველ ამომრჩევლებზე შთაბეჭდილების მოხდენა იმით, რომ ივანიშვილის აშშ-დან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის საჭირო კვალიფიკაცია აქვს. ეს ლეგიტიმურობის სავალდებულო ფაქტორია ნებისმიერისთვის, ვისაც საქართველოში ძალაუფლების მიღება სურს (იხილეთ ზემოთ). მესამე – უპრეცედენტოდ ფართო ლობისტური აპარატის გამოყენება იმისათვის, რომ დებატები საქართველოს შესახებ დეზინფორმაციით შეავსონ (ვარიაციები „დიქტატურის“ თემაზე) იმ იმედით, რომ ასე ამერიკა საქართველოს ჩამოშორდება და მეოთხე (ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი) დაარწმუნოს აშშ-ს ოფიციალური პირები, თანაბრად ჩამოშორდნენ, როგორც ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ასევე არჩევნების სტრატეგიულ შედეგებს.
ოფიციალურად აშშ-ს მიდგომა ასეთია, ის უბრალოდ დაინტერესებულია საქართველოს „საარჩევნო პროცესით“ და არაფერში ერევა. ასე საუბარი სავალდებულოა, მაგრამ რეალურად ჩაურევლობა არც სავალდებულოა და არც პროდუქტიული. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აშშ ინდიფერენტულია იმის მიმართ, თუ რა გავლენა ექნება არჩევნების სტრატეგიულ შედეგებს აშშ-ს ან საქართველოს ინტერესებზე. ამის ნაცვლად ის ამბობს – მთავარი „პროცესია“. ასევე აცხადებენ იმას, რომ აშშ არც ერთ ქართველ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. ესეც სავალდებულოა, მაგრამ ეს მიდგომაც გულისხმობს ინდიფერენტულ მიდგომას იმ პოლიტიკური მეტოქეებისადმი, რომლებსაც სხვადასხვა მიზნები და პროგრამები აქვთ, არადა ერთი მათგანი, რუსეთში ჩამოყალიბებული მილიარდერის მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
აშშ-ს შეუძლია, ისე, რომ მხარდაჭერა არ გამოხატოს, არჩევნებამდე ჩამოაყალიბოს საქართველოს მომავლის ხედვა და ქართველი ამომრჩევლებიც შეძლებენ ამ ხედვის სხვადასხვა პარტიების ხედავასთან შედარებას. საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე აშშ-ს უნიკალურ ზეგავლენას, რაღა თქმა უნდა, სტრატეგიულ შედეგებზე პასუხისმგებლობაც თან სდევს.
foreignpress.ge