გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში „გლობალური ბედნიერების“ შესახებ. კვლევის თანახმად, პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი ერი, კიდევ ერთხელ, დანიაში აღმოჩნდა. კვლევის ავტორები კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები ჯეფრი საკსი, ჯონ ჰელიუელი და რიჩარდ ლეიარდი არიან.
ახალი რეიტინგის ლიდერები გახდნენ სკანდინავიური ქვეყნები: მეორე ადგილზეა ფინეთი, მას შემდეგ კი ნორვეგია. მეშვიდე ადგილს შვედეთი იკავებს. შეერთებული შტატები კი, მე-11-ე ადგილზეა. დიდი ბრიტანეთი მე-18-ზე.
კვლვის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ევროპული ქვეყნებში ცხოვრება ბედნიერების გარანტი სულაც არაა. ამის ნათელი მაგალითა ის, რომ რეიტინგში ბულგარეთი 146 ადგილზეა, რუსეთი კი, 76-ზე.
კვლევები 2005 წლიდან, 2011 წლამდე 156 ქვეყანაში ჩატარდა. თითოეულ ქვეყანაში, გამოკითხული იყო, 15 წელს ზევით ათასზე მეტი მოქალაქე.
სახელმწიფოები 10 ქულიანი შკალით შეფასდნენ. დანიამ რვა ქულა მიიღო. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე ტოგო სამი ქულით იმყოფება. შეფასების მთავრი კრიტერიუმი,-პოლიტიკური თავისუფლება, კორუფცია და სოციალური უზრუნველყოფა იყო.