„პლეხანოვზე გაზრდილი ათასი ყაჩაღობისა და უბედურების დამნახავი კაცი ვამბობ - რას ნიშნავს „ბლატნოი“ სახელმწიფო?“

„პლეხანოვზე გაზრდილი ათასი ყაჩაღობისა და უბედურების დამნახავი კაცი ვამბობ - რას ნიშნავს „ბლატნოი“ სახელმწიფო?“

„ჩვენთვის დღეს ომია. სანამ ეს ხელისუფლებაა, ჩემთვის მშვიდობა ვერ იქნება. ვიქეიფებ კიდეც, სპექტაკლშიც ვითამაშებ, მაგრამ ჯერ კარგად არ მეღიმება. ჩემი საწუხარი ისაა, ჩვენი საქციელის გამო უფალმა არ მიგვატოვოს. იმედია, უფალი შეისმენს ქართველი ხალხის ლოცვას და მერე თეატრის საქმეც მოგვარდება, სპორტისაც და ეკონომიკაც ფეხზე დადგება. უფალს შევთხოვ, რომ საქართველო გადარჩეს და გადარჩება კიდეც. ჩვენი ვალია მოვითმინოთ და ამავდროულად, ღირსეულად ვიცხოვოთ“, - ამბობს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, რომელთანაც საუბარი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით დავიწყეთ:  

- უიმედო და ხელჩაქნეული კაცი არ მეთქმის. ხშირად შემიპყრობს ფიქრი, განცდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, - ვაი, ესენი სამუდამოდ დარჩებიან და არასოდეს წავლენ-მეთქი.  სიონის თავზე ჯალალადინი იჯდა 1226 წელს. ჯალალედინი აღარ არის და სიონი ისევ დგას, საქართველო ისევ არის. ეს ნაცშპანის გამგე ამბობს, - თბილისი ავაშენე, სიღნაღი ავაშენე, ბათუმი ავაშენეო. ნუთუ გამკონტროლებელი, ან ახლო მეგობარი არავინ ჰყავს, რომ უთხრას - ამას ნუ ამბობო. არ აღმოჩნდა მისთვის სიმართლის მთქმელი კაცი და ეუბნებიან - ნაკლი არ გაქვსო. ჩვენი წინაპრები რასაც შექმნიდნენ, ყველაფერს განგების ძალას მიაწერდნენ, ეს კი ყველაფერს იბრალებს.

რისთვის ვცხოვრობთ, თუ კარგ მაგალითებს არ დავუტოვებთ მომავალ თაობებს. ან რატომ ვლოცულობთ? უფალს მხოლოდ იმას ხომ არ შევთხოვთ, რომ მარტო ჩვენ ვიყოთ კარგად. ხომ ვლოცულობთ, რაც უბედურება ჩამიდენია ამის გამო ჩემს შვილს და შთამომავლობას ნუ დასჯი ღმერთოო და ლოცვას ვისვრით მომავლისკენ, - ჩემი ოჯახობა და გენი გადამირჩინეო.

რისთვის იცხოვრეს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, რა მაგალითი ავიღეთ მათგან? მაგთან არ ავიღეთ და მაგალითებს ვიღებთ სოციალ-დემოკრატების, ბოლშევიკების და ათასი გათახსირებულისაგან.

იცით რატომ ვერ ავიღეთ მაგალითები ილიას, აკაკის და სხვა სახელოვანი წინაპრებისაგან? - ვერ აიღებ ვერავისგან მაგალითს, თუ შენც იმავე ნექტარით არ ხან ნაჩხვლეტი. შენ რომ ერთი რაღაც ხარ (არ ვიტყვი იმ სიტყვას), სახელოვანი წინაპრების მაგალითი აღარ გადგება. ესენი ვერ ქაჩავენ იმდენს, რომ ასეთი დიდი ადამიანებისგან აიღონ მაგალითი, იმიტომ, რომ სულმდაბალი, გაყიდული, „პელენწუკა“ ხალხი არიან.

ქართველ ხალხს მკურნალობა სჭირდება. ჩვენ აღარ ვქმნით, აღარ ვაზროვნებთ, ვდევნით განათლებას, აზროვნებას, რელიგიას და ყველაფერს ეროვნულს. ქართველები ყველაზე მართალი სარწმუნოების წარმომადგენლები ვართ, ასეთი ამქრის წევრი გაგვხადა უფლმა და იქიდან გავდივართ. რას გვეუბნება ჩვენი სარწმუნოება? რომელ მშობელს არ მოსწონს უფლის ათი მცნება, მაგრამ შვილებს რატომ ზრდიან პარაზიტად?

როგორ ჩაიტაროს ერმა საერთო სახალო მკურნალობა? საერთო სახალხო თერაპიაა საჭირო. ინდივიდუალურად ვუმკურნალოთ ჩვენს სულებს, ლექისგან გავთავისუფლდეთ და კარგად გავხდებით. არ შეიძლება კანონად გავიხადოთ ის, რაც ჩვენს ჯიშს და ჯილაგს გადაურჩენია და ჩვენამდე მოუტანია? ამ კანონებმა გვაცხოვროს და არა ვიღაც ლიდერმა თუ სახელმწიფოს სათავეში დროებით მოხვედრილმა ამებამ. ის ამება თუ მოკვდა, ცხოვრებაც ჩერდება? პრეზიდენტი რომ შენი ძმაკაცი ხდება ის კი არ არის თავისუფლება, არამედ ის თუ როგორ ცხოვრობთ შენ და შენი ძმაკაცი (თუნდაც პრეზიდენტი) კანონთან მიმართებაში.

მინდოდა ამ ქვეყანაში კანონი და სამართალი ყოფილიყო, სახელისუფლებო შტოებს შორის განაწილებულიყო ძალაუფლება და კონსტიტუცია არ დარღვეულიყო. მე ყოველთვის ყველასთან თანაბარ პირობებში ვიყენებ თავს და არასოდეს მომინდომებია, ვინმეზე უპირატესი ვყოფილიყავი. ყველასთან თანაბარი ვიქნები, მაგრამ დაჩაგვრვას, წარმთევას, შეურაცხყოფას ვერ მოვითმენ. აქ ვერ დავთმობ პოზიციებს. დღეს დამჩვარული მშვიდობაა საქართველოში. არადა ბრძოლის დროა, სიმშვიდე მიწაშიც გვეყოფა. ან მშვიდობა ჰქვია იმას, რაც ხდება? ეს რა მშვიდობაა, გამაგებინეთ!

როდესაც ამბობენრომ შეიარაღებული ფორმირებები უნდა შეიქმნას ყველა რეგიონშიძნელია მშვიდობის განცდა ჰქონდეს ადამიანს.

- ვინ არის ეს შეიარაღებული ხალხი? ამბობენ კრიმინალები არიანო. ბოლშევიკების და ანარქისტების საყრდენი ყოველთვის ასეთი ხალხი იყო. დიქტატურის შენარჩუნების მოსურნეს ასეთი, მასზე დამოკიდებული ადამიანები ჰყავს ყოველთვის გვერდით. გვეუბნებიან 90-იანი წლების დაბრუნება გინდათ, ჩვენ თუ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში ძველი ბიჭების დრო მოვაო, სინამდვილეში ვინ დააბრუნა 90-იანი წლები? მე პლეხანოვზე გაზრდილი ათასი ყაჩაღობისა და უბედურების დამნახავი კაცი ვამბობ - რას ნიშნავს „ბლატნოი“ სახელმწიფო? ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც კანონი და კანონიერება იქნება, სადაც განათლებაში ჩაიდება ფული და ახალგაზრდებით არ იქნება ციხე გამოტენილი. ეს იმის საჩვენებლად უნდათ, ვითომ მაგარი ბიჭები არიან და ვითომ, ყაჩაღობას ებრძვიან. სინამდვილეში ყაჩაღები გარეთ არიან. განათლება, ოჯახიშვილობა და წიგნიერება უნდა იყოს მისაბაძი. ამის ნაცვლად, ხელისუფლება ფსევდო-რეფორმებს ატარებს. ამ ხელისუფლებამ ვითომ ქურდები დაიჭირა და თვითონ გახდა ქურდი. რა შეიცვალა? ხალხმა თავი დაანებოს ბრიყვის პოზიციაში დგომას და სხვისკენ ხელის გაშვერას. საკუთარ თავში ეძებონ, რა არის მისი ბრალი. სხვისი იმედი ნუ ექნებათ, - ის მოვა და გადაგვარჩენსო. საკუთარი თავის გადარჩენა უნდა შეეძლოს ადამიანს. მე შემიძლია ერთგული ვიყო, კარგი მეგობრობა გაგიწიო, შენს გამო სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო, მაგრამ შენგან კერპს ვერ შევქმნი, მონა ვერ ვიქნები. ვინც მომთხოვს, რომ მონა ვიყო, მასთან ვერ ვიქნები. ბიძინა ივანიშვილს არც უთქვამს ჩემი მონა იყავიო. ჩანაცვლების მომხრე არ ვარ. იმისათვის ვიბრძვი, რომ ამ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრინციპები და უნიჭობის ზეიმი აღარ იყოს. ამ ხელისუფლებამ დამარცხება გამარჯვებად მონათლა, უნიჭობა კი - ნიჭიერებად. მსგავსი მკრეხელობა არ მინახავს და ასეთ რამეს მხარს ვერ დავუჭერ, ეს უნდა შეიცვალოს.

მე მომხრე ვარ, რომ მთელ საქართველოში მოძებნონ ნიჭიერი ხალხი და მიიყვანონ იქ, სადაც მათი მოღვაწეობა ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ქვეყანას სიკეთეს მოუტანს და მდიდარს გახდის. არავითარი კერპები და ბელადები! ადამიანებმა თავიანთი სამშობლოსათვის უნდა იღვაწონ. თუ შენი ქვეყანა გიყვარს, კანონი დაიცავი და რას „შუხურობ“. დაიცავი საქართველო და მერე ის დაგიცავს შენ. შენი სამშობლო მოგიტრიალდება და გულზე გაკოცებს. ხელფასს მოგცემს, ხოლო როდესაც მოხუცდები - პენსიას. ამას რომ მივაღწიოთ, ქვეყნისთვის უნდა გავიღოთ რაღაც და სულში არ ჩავაფურთხოთ.

ჯერჯერობით ვერ ავაშენეთ წარმატებული და ადამიანისთვის  კეთილდღეობის მიმცემი  ქვეყანა.

- როდესაც ქვეყენა მტერს ებრძვის (და ეს ხელისუფლება მტერია), როდესაც ქვეყანა ბოროტებას ებრძვის (და ეს ხელისუფლება დიდი ბოროტებაა), უკან დახევა არ ივარგებს. ეს ხელისუფლება ჩემთვის იმ ეგზარქოსების მსავსია, რომლებმაც ტაძრებში ქართული ფრესკები გადაღებეს. ესენი ყველა უბედურების ჩამდენები არიან და სხვებს აბრალებენ. ასეა, ყველაზე გარყვნილი ადამიანი, თავის გარყვნილებას გაურყვნელს დააბრალებს. მაგრამ, თუ საქართველო ისეთ კლდედ იქცევა, რომელზეც სახარებაში წერია, ბჭენი ჯოჯოხეთისა, ვერაფერს დააკლებენ, ფეხებს ვერ მოსჭამს საქართველოს ასეთი დაბალი დონის ხელისუფლება. როგორც ჩანს, ის თესლი, რომელსაც ნაყოფი უნდა გამოეღო, ნოყიერ ნიადაგში არ ჩავარდა. ერმა ამაზეც უნდა იფიქროს. ჯოჯოხეთი არ არის ეს უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს? ეს ეშმაკისეული ხალხი ვერ უნდა მოერიოს საქართველოს. „რუსთავის 2”-სა და „იმედს” კი არ დაუჯეროს ქართველმა კაცმა, შინაგანი პროტესტი უნდა ჰქონდეს იმ უმსგავსობაზე, რაც ხდება.  

26 მაისს, იმ თქეშსა და უბედურებაში იესოს ლოცვას ვკითხულიბდი და მკვლელი ორჯერ ვერ მომეკარა. დიდება უფალს, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა მე აღმოვჩენილიყავი იმ კაცის ადგილას, ვინც მოკლეს და სახურავზე შეაგდეს. რაც ქვეყანას დამართეთ იმის გამო ღვთის შიში არ გაქვთ?!   

როგორც ამბობთსაქართველოსთვის კიდევ საბრძოლიათუმც ზოგი ამბობს ამ ბრძოლაში ხალხია ასარჩევიოასეთი შეფასებაც გაისმა, -რაღა დროს ლევან გაჩეჩილაძეაო.

- მე და ლევანი თითქმის ყოველ დღე ვხდებით ერთმანეთს, ჩემთვის მასზე უფრო ძვირფას ადამიანზე მიჭირს ლაპარაკი. ხაზგასმულად და შეგნებულად არ ვილაპარაკებ ზოგიერთებზე, მაშ შორის რესპუბლიკელებზე. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, დიდი ომია საქართველოში და ამიტომ ვჩუმდები, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ყველაფერზე ვილაპარაკებ.

ლევანი მაღალი ზნეობრივი კატეგორიების მატარებელი ადამიანია და ამიტომ მიიღო მოსახლეობის ასეთი მხარდაჭერა. ლევანი არავის ებუტება, მაგრამ დააკვირდით რატომ დუმს. სწორია რომ ლევანი არ ლაპარაკობს. დიდი ტვირთი აიღო საკუთარ თავზე, რომ პირის მოღება და სხვაზე გადაბრალება არ იკადრა. შესაძლოა, ლევანს სხვა აზრები აქვს, მაგრამ მის გარეშე პოლიტიკას ვერ ვხედავ. როდესაც ლევანი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი მასთან ერთად და დავინახე მასსავით არ ფიქრობდა ბევრი ადამიანი, ვინც გვერდით ედგა. არც არავის უნდოდა ლევანის გაემარჯვა. მათ, ვინც გვერდით ედგა, ხელისუფლებასთან სავაჭრო თემატიკა სჭირდებოდათ და არა ლევანის გამარჯვება. ლევანი დღეს გამოყენებული ადამიანია, მაგრამ მას შეუძლია  პირი არ მოაღოს. ეს ღირსება არ არის? არ ვამბობ, რომ ლევანი ანგელოზი და უშეცდომოა, მაგრამ რატომღაც ლევანს აბრალებენ, რატომ არ დაგვძრა იპოდრომიდანო. სხვა რეცეპტი რა ჰქონდათ იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ მარტო ლევანს დაბრალდა ყველაფერი. წინასწარ წაგებულ ომში რომ წაეყვანა ხალხი და სისხლი დაღვრილიყო, მერე რას წამოაყვედრებდნენ ხომ წარმომიდგენია. ამბობდნენ, ოპოზიცია ერთიანიაო და  სინადვილეში, რამდენი „ნასედკა“ აღმოჩნდა, რომელიც მერე პარლამენტში შევიდა. როგორ წაეყვანა ლევანს ხალხი ომში, როდესაც თვითონაც ხედავდა, რომ ყველაფერი გაყიდული იყო. ერთი ადგილი დააყენონ და ნურაფერს მიედ-მოედებიან. ფრთხილად იყვნენ! გამოვიდეს ლევანი და ეს ილაპარაკოს? მე ვლაპარაკობ, რადგან ბევრ რამეზე გულნატკენი ვარ.

თუ ლევანს ამხელა ნდობას უცხადებდნენ, როგორღა დაიჯერეს იმის ტყუილი, ვისაც ებრძოდნენ? ეჭვი მაინც არ შეეპარათ, ეგებ ლევანი ამის გამკეთებელი არ არისო? ეს ჭორები რომ არ მოეგონა ლევანზე, აბა როგორ დაემარცხებინა ხელისუფლებას ასეთი პოპულარული ლიდერი? ამათ დანიშნულ არჩევნებში თბილისმა უნიფხვოდ დააგდო ნაცების გამგე, პრეზიდენტს რომ ეძახიან.   

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ არის გამოსაძიებელი? რესპუბლიკელები თუ ფიქრობენ, რომ მათი ლათინურად ლაპარაკი სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს, ჭკუასთან მწყრალად ყოფილან. სანამ პირში სული მიდგას, არასოდეს ვიქნები რესპუბლიკელების ამომრჩეველი, მაგრამ ხელს არ შევუშლი საქართველოს ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას. მერე კი  ყველას კანონით უნდა მოეთხოვოს თავისი ჩადენილის გამო.

სააკაშვილის არ შეგვშინებია და არც მისი ჩანაცვლების მსურველების შეგვეშინდება. ისეთ მოძრაობას წამოვიწყებ, არც დასიზმრებია არავის, რადგან სეირის მაყურებელი კაცი არასოდეს ვყოფილვარ. სააკაშვილისნაირი მმართველობა უნდა გადაშენდეს საქართველოდან, ეს დრო ცუდი სიზმარივით უნდა დარჩეს და თუ ვინმე მისი ჩანაცვლება მოუვა აზრად, ვაი  მისი ბრალი. ძალიან ცუდი რამ მოხდება საქართველოში. დროა ქვეყანა თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრნდეს, კანონი და სამართალი დამყარდეს. წართმეული უნდა დაბრუნდეს, შეურცახყოფილებს ღირსება უნდა დაუბრუნდეთ. ასე  „უპრაგონოდ“ დაჭერილი ადამიანები ციხიდან უნდა გამოვუშვათ და გულზე მალამო წავაცხოთ.

მაგრამ სააკაშვილმა განაცხადარომ თავისი გუნდის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

- მანახეთ ის ადამიანები ვინც მას მხარს უჭერს. განა შეიძლება პატიოსან არჩევნებში ამ პარტიამ გაიმარჯვოს?

NDI-ის კვლევით მმართველ პარტიას 47%-ანი მხარდაჭერა აქვს.

- ვინ არის ნავარო, ეს უვაზელინო ოყნა ჯიბეში ხელებჩაწყობილი რომ გველაპარაკება? ასეთი გამოკითხვა და სოციოლოგიური კვლევა ნავარომ ბებიამისს ჩაუტაროს. საქართველოში არ ვცხოვრობ და არ ვიცი ვის უჭერს მხარს ხალხი? ქართველ სოციოლოგებსაც ვეუბნები, - პატიოსნად ჩაატარეთ, ბიჭო, გამოკითხვა, თორემ მოგეკითხებათ. არ შეიძლება ასე გაყიდოთ სულები, თორემ ცუდად დაგიმთავრდებათ.

რა მნიშველობა აქვს სად ვიქნები. ეს ქვეყანა რომ გაიმარჯვებს ჩემს შვილებს არ გამოადგება? როგორ შეიძლება ვიღაცის დამარცხება მინდოდეს იმის გამო, რომ სადღაც არ ვარ. ჩემი ხელობა ტინგიცობა კი არა, ყოფნა-არყოფნაა. ვკვდები ყოველი სპექტაკლის თამაშისას. ვისაც ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა, მოძებნოს ყველა სფეროში პროფესიონალები და თავის ქვეყანას ამსახუროს.

ძალიან დიდი ვნებაა უმადურობა. ბევრმა გამოიჩინა ლევანისადმი უმადურობა. უფალი გასწირეს ადამიანებმა და ჩვეულებრივი მოკვდავის გაწირვა რატომ უნდა გაგიკვირდეს. გულის ტკენის მეტი რა მიმიღია ცხოვრებაში, განსაკუთრებით შინაურისაგან. მტერსაც კი არ დაუშავებია იმდენი, რაც შინაურმა დამიშავა. ძნელად გადავიტანე, მაგრამ გულში არ ჩამიტოვებია. ლევანი თავის კარიერაზე კი არ ზრუნავდა, ქვეყანაში ატმოსფეროს შეცვლა უნდოდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ 5 კაცი კი არ იყოს კარგად, არამედ ყველა. როგორ შეიძლება ქვეყანა 100 კაცისთვის არსებობდეს? ჩვენი დევიზი ისაა, რომ ყველა კარგად იყოს. ეს ტვინგადახრილი ხელისუფლება კი გაიძახის, ჩვენ 100 კაცი უნდა ვიყოთ კარგადო. ეს ღმერთისაგან დაწყევლილი ჭიაღუები იძახიან - ჩვენა ვართ, თქვენ კი არაო. ეს უბადრუკები სიკეთითაც კი ვაჭრობენ.  

გაქვთ მოლოდინირომ შემოდგომაზე რამე შეიცვლება?

- უნდა შეიცვალოს. ამ შნირებმა ჩაიფიქრეს, - მარადიულობაში გადავიდეთო. ვერ წარმოუდგენიათ თანამდებობაზე ვიყავით და როგორ აღარ ვიყოთო. ეს დებილები საკმარისია თანამდებობაზე აღარ იყვნენ და ცხოვრებას ამთავრებენ. ხედავთ რა საბრალონი არიან? ამ ხელისუფლების ქმედებებზე უნდა ვიცინოთ. მათ დეფორმირებულ სახეებს შეხედეთ და ეტყობათ, როგორც დაამთავრებენ ცხოვრებას. ნახავთ, რაც დაემართებათ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს. კარგად ემართათ ქვეყანა და ვინ მამაძაღლი ეტყოდა რამეს, მაგრამ ბოროტების გზა აირჩიეს და ამბობენ, - სულ ჩვენ უნდა ვიყოთო. ხედავთ, სად არის მათი გონება წასული? კაცს  ეუბნებიან წადი, რადგან სიძულვილის ემბლემად და ქვეყანას მოუნელებელ შხამად ექეციო. რა არის ამაზე დიდი სასჯელი?!

ბიძინა ივანიშვილის პატრნიორებს შორის ლევან გაჩეჩილაძე რომ არ მოხვდარას იტყვით ამაზე?

- ამაზე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გიპასუხებთ. როდესაც სპექტაკლს ვდგამ, ჩემი გადასაწყვეტია ვინ ავარჩიო მსახიობად. ეს მისი არჩევანია, მაგრამ ეს ხომ ბიზნესკასტინგი არ არის? მან ისეთი ადამიანები უნდა შეარჩიოს, რომლებიც ქვეყნის სასიკეთოდ იზრუნებენ. მიმაჩნია, რომ ეს კაცი ქვეყანაზე და მის პერსპექტივაზე ფიქრობს. მისი პოლიტიკაში მოსვლა არ არის ამბიციური კაცის ნაბიჯი ან ეგზალტირებული გადაწყვეტილება. ის არ არის  „მე მინდათი“ მოფიქრალი კაცი. ვხედავ, რომ ამ კაცში სჭარბობს ფიქრი, - ქვეყანას რა უნდაო. პოლიტიკაში მისი გამოჩენა უნიკალურად მოფიქრებული რეჟისურით გაკეთებული დადგმა იყო. მომავალში თუ ბევრ ნიჭიერ ადამიანს დაეყრდნობა და მოუსმენს, კარგი იქნება, მინდა, რომ ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს. ხშირად ვკითხოთ ჩვენს თავს - ჩვენ თუ სამშობლო? ამაზე სწორი პასუხია - რა თქმა უნდა, - სამშობლო. ასეთ რანგში თუ არ ავიყვანეთ ეს ბრძოლა, არაფერი გამოგვივა.