საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი არათავისუფალ გარემოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების სერიოზულად განხილვას არასწორად მიიჩნევს. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ასეთი სიმშვიდე, საკუთარი დღის წესრიგის მიმართ ერთგულება და მოწინააღმდეგის თამაშის წესებზე არ გადასვლა ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს საკუთარი გრაფიკი და პოლიტიკური ნაბიჯები გათვლილი აქვს.
Presage.tv გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.
ბოლო დროს ხელისუფლებისგან საელჩოებისკენ მიმართულ „დარტყმას“ რას უკავშირებთ? გვახსოვსის დრო, როცა პირველად მიხეილ სააკაშვილი პლამენ ნიკოლოვს (ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში) შემოსწყრა დაპერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა. მოგვიანებით, ნიკოლოვი საქართველოდან გააძევეს.
- მეგობრული სახელმწიფოების საელჩოებთან აგრესიული დამოკიდებულება ორ რამეს უკავშირდება: ერთია, დიპლომატიური ეტიკეტის უცოდინრობა და მეორე, ისტორიული კონტექსტის ვერ დანახვა და გაუაზრებლობა.
და ეს ყველაფერი ეშლება მიხეილ სააკაშვილს და მისი სიტყვების გამზიარებელ საგარეო საქმეთა მინისტრს? ნუთუ ისინი ვერ ხედავენისტორიულ კონტექსტს?
- ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მეგობრული სახელმწიფოების საელჩოების მიმართ უხეშ და არაკორექტულ დამოკიდებულებას ავლენენ. ჩვეულებრივ სალაპარაკო ენაშიც კი ტერმინი „დიპლომატიური“ ნიშნავს, რომ ადამიანი ტაქტიანია და იცის ზრდილობიანი ურთიერთობა. ბუნებრივია, თუ ეს სიტყვა ჩვეულებრივ ენაში ამას აღნიშნავს, რამდენად უფრო მნიშვნელოვანი იქნება დიპლომატია სწორედ საერთაშორისო ურთიერთობებში.
შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევენ, ან ვერ ხვდებიან თავიანთ როლს, საკუთარი საქციელის მნიშვნელობას და არ იციან, რას ავალდებულებს მათ საკუთარი თანამდებობა და დიპლომატიური ფუნქციები, ეს არის იმ ისტორიული და საგარეო პოლიტიკური კონტექსტის დაუნახაობა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.
თუკი ჩვენი ხელისუფალნი ისტორიულ კონტექტს ვერ ხედავენ და დიპლომატებთან მიმართებით ხისტ დამოკიდებულებას ავლენენ,ალბათ, შემდგომში არც უნდა მოელოდნენ დიპლომატებისგან თანაგრძნობას?
- ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რა პოზიციას ჩამოაყალიბებს და კონკრეტულად რას უნდა ელოდოს ქართული ხელისუფლება ამერიკის ხელისუფლებისგან. ამის შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია სწორედ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ზოგადი განცხადებების ფონზე (რასაც მე ამერიკელ დიპლომატთა მხრიდან ვხედავ), დღევანდელი ამერიკულ-ქართული ურთიერთობის დღის წესრიგის მთავარი ვექტორი სწორედ ქვეყნის დემოკრატიზაციაა.
რამდენად მართალია, თითქოს ჩვენს ხელისუფლებას უკეთესი დამოკიდებულება აქვს აშშ-ის კონგრესთან, სენატთან, თუნდაც ამერიკისოფიციოზთან და ამის გამო, საქართველოში წარმოგზავნილი დიპლომატები მათთვის ანგარიშგასაწევი ძალა არ არის.
- რომელიმე ჩვენს სახელმწიფო მოხელეს რა ურთიერთობა გააჩნია ამერიკელ კონგრესმენებთან, ამის თქმა რთულია, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ შეერთებული შტატების ელჩი და საელჩო ინდივიდუალური პირი არ არის. ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების, ანუ მთლიანად, ამ სახელმწიფოს (და არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ჯგუფის) წარმომადგენელი საქართველოში. თვით ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების საელჩო არის შეერთებული შტატების ტერიტორია და ელჩის მანქანაც კი შეერთებული შტატების ტერიტორიად განიხილება, ასეთი მარტივი ფაქტებიდან თუ ვიმსჯელებთ, მივხვდებით, რომ აშშ-ის ელჩი და სხვა ქვეყნის ელჩები წარმოადგენენ არა კონკრეტულ რაიმე ფრაქციას ან ჯგუფს იმ ქვეყანაში, არამედ - ამერიკას.
შესაბამისად, ელჩის შეურაცხყოფა მთელი ქვეყნის - ამერიკის შეურაცხყოფას ნიშნავს, მიუხედვად იმისა, ვინ გყავს იქ, ან რომელ პარტიაში გყავს მეგობარი. მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკის რომელიმე სენატორს (თუ მაინცდამაინც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ფრაქციაზეა საუბარი), ან რომელიმე ადამიანს იმ ფრაქციიდანაც კი, რომელიც შესაძლოა, დაახლოებულია ჩვენს ხელისუფლებასთან, მოეწონოს ან გაუხარდეს შეერთებული შტატების სიმბოლოს შეურაცხყოფა, შეერთებული შტატების სრულუფლებიანი წარმომადგენლის შეურაცხყოფა ჩვენს ქვეყანაში.
მომავალი ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებასაც შევეხოთ. ხომ არ არის საქართველოში არაორდინარული სიტუაცია იმისგათვალისწინებით, რომ აქ, საქართველოში, გვყავს ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და, ამავდროულად, მომავალი ელჩი წინმსწრებგანცხადებას აკეთებს ამერიკიდან. რისთვის დასჭირდა ამერიკულ დიპლომატიას მომავალი ელჩის კომენტარის გაკეთება?
- ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. მე არ მაქვს დიპლომატიური პრაქტიკის ამხელა ცოდნა, ეს ორდინარული თუ ექსტრაორდინარული შემთხვევაა. სასიამოვნოა, როდესაც მომავალი ელჩი ასე ნათლად აყალიბებს იმ პრიორიტეტებს, შეერთებული შტატების ინტერესს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სასიამოვნოა, რომ მომავალი ელჩი აპირებს, დეტალურად ჩაიხედოს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების საკითხებში. ამისთვის ჩვენ მხოლოდ მადლობის თქმა შეგვიძლია, რომ თავის დროსა და ენერგიას მოანდომებს ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ერთ-ერთი ქართველი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ემზადება რაღაც დიდისამეცნიერო კონფერენციისთვის და არა - არჩევნებისთვის, რომელიც სულ რაღაც ექვს თვეშია დაგეგმილი. ამას იმით ხსნის, რომივანიშვილმა თავის კოალიციაში გააერთიანა პროფესორები, მეცნიერები, მათ შორის, თედო ჯაფარიძე და სხვები. ბიძინა ივანიშვილიმართლაც ემზადება „სამეცნიერო კონფერენციისთვის“, თუ ეს არის მისი ტაქტიკა, მანევრი?
- მე არ ვფიქრობ, რომ ექსპერტების კომენტირება სწორია. ერთადერთი, მინდა, გითხრათ, რომ რამდენჯერაც შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს, იგი ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც საკუთარი გრაფიკი, თანმიმდევრული ქმედებები აქვს გათვლილი და ამ თანმიმდევრობით მოქმედებს. ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოცხადებული ცრუ კამპანიის მიუხედავად, მან ამ გრაფიკს, უბრალოდ, არ გადაუხვია. იმიტომ, რომ სააკაშვილთან საარჩევნო კამპანიის წარმოება იანვარსა და თებერვალში და, თვით ამ კამპანიის მოგებაც კი, რეალურად, მას არავითარ შედეგს არ მოუტანდა.
როდესაც შენ ამომრჩევლის გული რეალურად უნდა გქონდეს მოგებული, ეს უნდა იყოს არა თებერვალში, არამედ მიმდინარე წლის ოქტომბერში. შესაბამისად, თებერვალში რომც მოეგო მისთვის გამოცხადებული პოლიტიკური დუელი, ამ მიღებულ წარმატებას ივანიშვილი ვერავითარ ფორმაში, სახელმწიფოებრივ, ან პოლიტიკური ძალაუფლების ფორმაში ვერ მოაქცევდა. რაც შეეხება მის გრაფიკს, ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ საშინაო დავალება შეასრულოს, რეალურად მოემზადოს და კონსოლიდაცია მოახდინოს და უკვე მოგვიანებით შევიდეს გამოცდილ და სტრუქტურიზებულ ნაციონალურ მოძრაობასთან პირდაპირ კონკურენციაში. ამ ეტაპამდე ბიძინა ივანიშვილმა არ გადაუხვია თავის გრაფიკს, რომელშიც მას ნათლად აქვს (და ეს მან რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა) ჩამოყალიბებული ნაბიჯები. ჯერჯერობით, ასეთი სიმშვიდე, საკუთარი დღის წესრიგის მიმართ ერთგულება და არგადასვლა მოწინააღმდეგის თამაშის წესებზე, მოწინააღმდეგის მიერ შემოთავაზებული კალენდრის არ აყოლა მხოლოდ დადებით შთაბეჭდილებას ახდენს გვერდიდან, როდესაც ატყობ, რომ პოლიტიკოსი თავის დღის წესრიგს ამკვიდრებს.
საქმე ისაა, რომ აქამდე ოპოზიცია ყოველთვის სწორედ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ დღის წესრიგს თანხმდებოდა. როდესაც ჰქონდათ ძალიან სერიოზული პიკები, ეს პიკი, ანუ კრიტიკული ეტაპი პოლიტიკაში იმ მომენტს არ ემთხვეოდა ხოლმე, რომელსაც ჰქვია არჩევნები. დღეს ბიძინა ივანიშვილმა თავისი სამოქმედო კალენდარი ააგო არჩევნებთან მიმართებით და ამ კალენდარს მიჰყვება. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგად მეტყველებს მის ალღოზე, ხასიათსა და მისი ფსიქიკის მდგრადობაზე, რომ არ აჰყვა ხელისუფლების ემოციურ ნაბიჯებს, არამედ მშვიდად მიდის თავისი დღის წესრიგით.
ეს პოლიტიკური გრაფიკი, რომელზეც თქვენ საუბრობთ და, რომელსაც ივანიშვილმა არ გადაუხვია, დროსა და რეალობასთან აცდენილიხომ არ აღმოჩნდება? მიიჩნევთ, რომ მისი გრაფიკი დროსთან ზუსტ თანხვედრაშია?
- აღმოჩნდება თუ არა დროსთან თანხვედრაში, ამას ოქტომბერში დავინახავთ. საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით, ივანიშვილის მიერ დადგენილი გრაფიკი მიდის ისე, როგორც ის აცხადებდა. ეს წარმატებული იქნება თუ არა, ამას მარტში ვერ დავინახავთ. ეს კარგი გეგმაა, თუ - ცუდი, შემოდგომაზე გამოჩნდება.
ანუ, რას გააკეთებს „უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი საქართველოში“ (როგორც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს უწოდებს„შპიგელთან“ ინტერვიუში), ეს მხოლოდ ოქტომბერში გამოჩნდება და არა მანამდე?
- ბუნებრივია, მანამდეც გამოჩნდება, მაგრამ, ჯერჯერობით, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე გავაკეთებ „A“, „B“ და „C“ ქმედებებს, და მათგან „A“-ს გავაკეთებ იანვარში, „B“-ს - თებერვალში და „X „-სა თუ „Y“-ს გავაკეთებ ოქტომბერში, ჯერჯერობით, ეს ერთმანეთს ემთხვევა. პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, შენი დღის წესრიგის დამკვიდრება და სხვის დღის წესრიგზე არ გადასვლა. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილი დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. რამდენად სწორად გათვალა მან თავისი ნაბიჯები, ამას არჩევნებზე შევამოწმებთ. აბა, სხვა რა რეალური შესაძლებლობა გვაქვს, შევამოწმოთ, რამდენად სწორად გათვალა თავისი ნაბიჯები.
მინდა, გკითხოთ NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ფორმულირებაცაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა- 84% პოლიტიკაზე საუბარს ოჯახში (და არა - ოჯახს გარეთ) ამჯობინებს. ესეც ხომ არ უნდა ყოფილიყო ლუის ნავაროსთვის იმისმაუწყებელი, რომ ის რესპოდენტები, რომლებიც NDI-ს კვლევისთვის გამოიკითხნენ, მთლად გულახდილნი არ იქნებოდნენ, როგორც მანწარმოაჩინა ამ კვლევით?
- NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან საერთოდ, სოციოლოგიაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს სწორედ თქვენს მიერ დასახელებული მიზეზიდან გამომდინარე. არათავისუფალ გარემოში ჩატარებული კვლევების სერიოზულად განხილვა, არასწორად მიმაჩნია.