„დაჩმორებული“ საზოგადოება + მოსიარულე „კვერცხები“

„დაჩმორებული“ საზოგადოება + მოსიარულე „კვერცხები“

არქიტექტურა,  შეიძლება  ითქვას სივრცეში „დაჭერილი“ დროა,  ქალაქური ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი კულტურის თვალსაჩინოება, რომლის დეფიციტსაც  ქართული ხელოვნება არასდროს განიცდიდა. დღევანდელი თბილისი არქიტექტურული  „სიმახინჯეებითა“  და გარემოსთან შეუთავსებელი  „უცნაური ძეგლებით“ გარე გამოხატულებაა, იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ დღეს თბილისში. ადრე რესპუბლიკის მოედანზე თუ დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, ახლა მის ადგილს თადამედროვე, ორსაჭიანი ველოსიპედი იკავებს. 

თანამედროვეობა მისასალმებელია და აუცილებელიც. მაგრამ,  ვფიქრობ, ცნობიერებაშიც არ შეიძლება „მეფის“ ველოსიპედით ჩანაცვლება.

ფაქტი ერთია და  სამწუხარო. დღეს ველოსიპედი იგივე დატვირთვას ატარებს ქართული „საზოგადოების“ აზროვნებაში, რაც თავის დროზე დავით აღმაშენებელს ჰქონდა.

ჩვენს საზოგადოებრივ მოვალეობად, ამ  ბოლო დროს, მხოლოდ პროტესტების გამოხატვა იქცა. ადრე თუ იმას ვაპროტესტებდით, რომ შუქი არ გვქონდა, ახლა იმის გაპროტესტება გვიწევს სად, რა დაგვიდგან. დამეთანხმებით, პირველ „პროტესტზე“ საგანგაშო მეორეა, რადგან ყველაზე  ცუდი, სწორედ, რომ გონების დაბნელებაა.

დიახ, „გონების დაბნელება“ აბა სხვას რას შეიძლება მივაწეროთ, „კვერცხებზე შემდგარი შლოპანცები“, ან ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვერდზე უფრო დიდი მემორიალის წამოჭიმვა.

ხელისუფლება კულტურის საშუალებით ქმნის სანახაობებს, რომელმაც ადამიანებში წესით კმაყოფილების გრძნობა უნდა გაამძაფროს, მაგრამ როგორც ჩანს პოლიტიკური პროპაგანდა კულტურაში არ მუშაობს.

ურბანული და ხუროთმოძღვრული იდეების განხორციელებასთან დაკავშირებული სააკაშვილისეული გატაცება უკვე კულტურულ თვითნებობაში გადაიზარდა. გამართლება კი, ყოველთვის გვაქვს - ჩვენ ხომ ევროპული, ლიბერალური ფასეულობების მატარებელი ქვეყანა ვართ, ხელოვნებაში რატომ არ უნდა გვიზიდავდეს და გვაინტერესებდეს მსგავსი ტენდენციები.

საქართველოში არასდროს ყოფილა „ველოკულტურა“ განვითარებული- ველოსიპედისთვის ძეგლი კი იმიტომ მიუძღვნიათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლოა. ნეტა ერთხელ მაინც თუ უფიქრიათ იმაზე, რისი სიმბოლოა „აღმაშენებელი?“ თანამედროვე არქიტექტურა ისე განვითარდა, რომ მერაბ ბერძენიშვილის, „მონარქისტული განწყობილების ძეგლი“ წარსულს ჩააბარა და თავისუფალი, უაზრობამდე დაყვანილი, ათობით „შედევრი“ მოგვცა. 

მალე ეს გაურკვეველი შინაარსის სკულპტურები მოსიარულეები გახდნებიან. (იმდენი ხანია დააქვთ წინ და უკან, ისწავლიან) ივლიან ასე  დამახინჯებულ ქალაქში და თავი „შედევრები“ ეგონებათ.  ქართლის დედის გვერდით ისეირნებენ მოსიარულე „კვერცხები“ და ასე დაიმკვიდრებენ ადგილს „თანამედროვე“ ადამიანების გვერდით.  სასაცილოა უბრალოდ, როგორ შეიძლება ასე მოექცე შენს ქალაქს, თუ კი ის გიყვარს?

არ შეიძლება! არ შეიძლება და ამაში უფრო, რომ დავრწმუნდეთ ცნობილი არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის აზრიც მოვისმინოთ:

-ბატონო გიგაროგორ ფიქრობთ უნდა არსებობდეს თუ არა ხელოვნებაში ჩარჩოები და რას გვაძლევს დღეს შემოქმედებითიუჩარჩოობა?“

-ხელოვნებაში ჩარჩოები არ არსებობს და ყველა ხელოვანს თამამად შეუძლია თავისი ემოციებისა და აზრების შესაბამისი ნამუშევარი შექმნას. აუცილებელი, აქ ერთი რამაა, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალაქი სხვა ორგანიზმია და ფრთხილად მოპყრობა  სჭირდება. გულდასმით უნდა შეირჩეს ადგილი, სადაც ამ უცნაურ ძეგლებსა  და მონუმენტებს დადგამენ. ასეთი ტიპის ძეგლები შესაბამის სივრცეში უნდა განთავსდეს. თავისი გზა და ადგილი უნდა იპოვოს. მაგალითად, ველოსიპედი პარკში უნდა იდგას, ან სკვერში.  ამ ველოსიპედს კი, როგორც ძეგლს, ჩემი აზრით არანაირი მხატვრული თუ იდეური ღირებულება არა აქვს.  არაფერზეც არ მიანიშნებს და ესთეტიურადაც არ არის ლამაზი.

-მიუხედავად ამისა,  დღეს ის იქ დგასსადაც აქამდე დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა.

-შეიძლება დავით აღმაშენებლის ძეგლი ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს არის ძეგლი, რომელიც ჩემი ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს და სიმბოლოსთან უდიერი მოქცევა მხოლოდ საკუთარი თავის უპატივცემლობას ნიშნავს. ამ ძეგლის მონგრევით საზოგადოებამ ჩვენ თავს არ ვეცით პატივი.  ჩავთვალეთ, რომ არარაობა ვართ და  ამის წინააღმდეგ არ  გამოვედით.

-რაც შეეხება ადგილის შერჩევას, „მშვიდობის ხიდზე“ რას  გვეტყვით არქიტექტურულად თუ არის გამართლებული მისიადგილმდებარეობა?

-თავად ხიდი კარგია, რაღაც ღირებულება ნამდვილად აქვს, ოღონდ მისი იმ ადგილას დადგმა დანაშაულია. ესაა ყველაზე ძვირფასი საგანძური, რაც თბილისში გვქონდა, რაც გვირგვინივით ადგას თავს ჩვენს ქალაქს: ნარიყალა და მეტეხი, სიონი და ანჩისხატი, მამა დავითი. ამათმა სათამაშოდ მიქციეს მთელი  ჩემი საგანძური, ხელისგულივით მოამწყვდიეს მუჭაში და ყველაფერი შიგ ჩაატიეს, დააკნინეს, დაამცირეს და ღირსება აყარეს ჩემს თბილისს.  შეიძლებოდა ამის გაკეთებაა? გასაგებია, რომ იმ ხიდს, რაღაც ღირებულება აქვს. მესმის, მაგრამ იქ არ უნდა დაედგათ, სადაც ამ  ყველაფერს  ჩრდილავს. იქ უკვე არის ორი ხიდი, რომელიც მშვენივრად ასრულებს თავის დანიშნულებას.  ეს დაედგათ სხვაგან,  სადაც  უკეთესი დანიშნულება ექნებოდა. მაგალითად,  ავჭალაში ან რუსთავში,  ახლა საბავშვო ქალაქს რომ აშენებენ,  იქ მტკვარი იტოტება და ეს ხიდიც მშვენიერი გადაწყვეტილება იქნებოდა. საქმესაც გააკეთებდა  და მნიშვნელობასაც შესძენდა ამ ადგილს.  ამას თავი დავანებოთ, მივიდნენ და ამ ხიდს გვერდზე კაზინო აუშენეს. საქართველო დღემდე, ჩვენდამი  მტრის დანდობას  კი არ მოუყვანია, არამედ ეკლესიამ და ქართულმა სულმა. ეკლესიამ, შეძლო ხალხში გაეღვიებინა ის თესლი, რომელითაც იბადება ადამიანი და რომლითაც ეხვევა პატრიოტულ სამოსში. სწორედ ამან მოგვიყვანა დღემდე. დღეს კი, იქ სადაც ანჩისხატი და სიონი გვიდგას კაზინო აგვიშენეს. მათ გვერდზე ამის გაკეთება თემატურადაც არ ვარგოდა და თუ არქიტექტურულად შევხედავთ, საეროთოდ დისონანში მოდის ყველაფერთან.  თურმე მთავარია ხიდს მოუხდა,  კი, ერთადერთი მასთანაა ჰარმონიაში.

 -ხშირად საზოგადოება პროტესტს  მსგავს  შემთხვევებზემაშინ გამოხატავსროცა მშენებლობა დასრულებულიაძეგლი გადატანილი,სკულპტურა დადგმული და .იქამდე რატომ არავინ ინტერესდებაან რატომ იწვევს ეს მათ პროტესტს?

-ისეთნაირად აკეთებენ, რომ არ შეიძლება არ გააპროტესტო. იგივე ველოსიპედი და„კვერცხებზე“ შემოდგმული „ფლოსტები“ ავიღოთ,  ესენი შეიძლებოდა სადმე სკვერში ან ბაღში დაედათ. არაფერი უარყოფითი რეაქცია მას არ მოჰყვებოდა. პირიქით, ბავშვები აძვრებოდნენ ზედ და გაერთობოდნენ. რაც შეეხება პროტესტს პროექტის განხორციელებამდე, ალბათ, იმიტომ არ იღებენ ხმას, რომ არ არიან ინფორმირებული. პროფესიულ საზოგადოებას  და მათ შორის მეც, ინფორმაცია ყურმოკვრით გვაქვს. ისე არაფერი გვინახავს.  ყურით კი მოგეხსენებათ, მუსიკის შეფასება შეიძლება. არქიტექტურა უნდა ნახო, ისევე როგორც მხატვრობა. ბოლო წლების განმავლობაში, თუ მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, შეიძლება მარტივ დასკვნამდეც მივიდეთ, მათ ვინც ძალაუფლებით სარგებლობენ, თავი ყველაფრის მცოდნეები ჰგონიათ. საზოგადოების აზრი კი მათთვის მეასეხარისხოვანია. ალბათ, სწორად ამიტომ შეარქვეს ჩვენს საზოგადოებას  „დაჩმორებული.“ ასეა  და ეს ერთდროულად საწყენიცაა და  სატკენიც.  მთელი პრობლემა კი იმაშია,  რომ ის თაობა რომლის ფორმირებაც  ახლა ხდება ამ სტატუსს  მალე ჩვეულებრივ ფორმად მიიღებს.

-ადრეროგორ ხდებოდავინ  ზრუნავდა ქალაქის იერსახეზე?

-ადრე მსგავს საკითხებს  შესაბამისი საბჭო აგვარებდა. ჟიური,- მხატვართა და არქიტექტორთა საბჭო ირჩევდა პროექტს.  პარალელურად კი, ცისფერ გალერეაში საზოგადეობას შეეძლო ამ პროექტების გამოფენა ენახა, დაეფიქსირებინა საკუთარი შეხედულება, გამოეთქვა აზრი, კარები ყველასთვის ღია იყო და ყველა ერთად განიხილავდა. უხდებოდა ქალაქს, თუ არა ძეგლი, როგორი უნდა ყოფილიყო ის. საბოლოო გადაწყვეტილებას  ქალაქის მთავარი არქიტექტორი იღებდა.  ძეგლს, რომ დგამ ქალაქში, მან ხომ იქამდე, უნდა იცხოვროს სანამ ეს ქალაქი იარსებებს.

-მარჯანიშვილის მოედანზეც უნდა დაიდგას სკულპტურა ან მონუმენტიროგორც ცნობილია საკონკურსო პროექტების მიღებადასრულდათქვენ თუ ნახეთრომელიმე მათგანი?

-არა, არც ვიცოდი მანდ რამეს თუ დგამდნენ.

-საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გმირთა მოედნის მემორიალმათქვენ როგორ შეაფასებდით მას?

-გმირთა მოედნის მემორიალი იმ გმირების შეურაცხყოფაა. მემორიალთან, რომელთანაც ვერ მიხვალ და ყვავილს ვერ დადებ. მუხლს, რომ ვერ მოიდრეკ რანაირი მემორიალი არ მესმის. რაღაც ხორცსაკეპ მანქანაშია მოქცეული და  იქამდე, რომ მიხვიდე პატრულს უნდა თხოვო, მოძრაობა გაგიჩეროს, რომ მანქანამ არ გაგიტანოს. იმ გმირებს ხომ ჰყავთ დედები, ცოლები, ან შვილები მაინც. თავი დავანებოთ იმას რაც, მე  მინდა. მე შემიძლია ჩემი გულისტკივილი გულში ჩავიმარხო და შიგნით ვიტირო.

 P.s:

სულიერად თავისუფალ ეროვნებას შეუძლია ბევრი მშვენიერი და დიადი რამ შექმნას თვით პოლიტიკურ მონობაშიაც“ –  გერონტიქიქოძე.