საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორები, ასევე „სილქნეტი“ და „ახალი ქსელები“ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს შეცვლიან. მომხმარებლებმა შესაბამისი შეტყობინებების მიღება უკვე დაიწყეს. მიზეზი საქართველოს პარლამენტის მიერ ჯერ ნოემბერში, შემდეგ კი, დეკემბერში მიღებული დადგენილებებია, რომლის მიხედვითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული ზარის საფასური ყველა აბონენტს ყოველთვიურად 20 თეთრის ოდენობით უნდა ჩამოეჭრას. პარლამენტის ამ დადგენილების შემდეგ აბონენტებთან ერთად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ მობილური ოპერატორებიც. რადგან აბონენტები მობილურ ოპერატორებს ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. თუმცა, ეს კერძო კომპანიები მომხმარებლების პრეტენზიების გათვალისწინებას, როგორც ირკვევა, არ აპირებენ. რადგან პარლამენტის დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში მობილურ ოპერატორებს 800 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მობილური ოპერატორებით სარგებლობისას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის იმ მომსახურებისთვის აჭრიან თანხას, რომელიც რეალურად ხელმისაწვდომი მხოლოდ მაისიდან იქნება და ეს პროცესი ძალაში უკვე იანვრიდან შევიდა. მოქალაქეების ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის განსავითარებლად გადაერიცხება. 2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაარსდა ერთიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. აღნიშნული სამსახური აერთიანებს სასწრაფო, საპატრულო, სამშველო მომსახურებას და მისი მიზანია გადაუდებელი დახნარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა. 2011 წლის 27 დეკემბერს მიღებული № 489 დადგენილების მიხედვით მომსახურება ფასიანია. მომსახურების საფასურის გადამხდელები არიან როგორც ფიქსირებული , ასევე მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. საქართველოს მოსახლეობას მოუწევს აღნიშნულ მომსახურებაში გადაიხადოს ყოველ დახარჯულ 5 ლარზე 20 თეთრი. აღნიშნულმა გადასახადმა საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და აქტიურად აპროტესტებს შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირის 112 -ის გადახდის წესს. მომსახურების საფასური გასულ კვირას კანცელარიასთან საკრებულოს წევრმა ზურა აბაშიძებ „ახალგაზრდა თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად გააპროტესტა. მან განგვიცხადა რომ აღნიშნული მომსახურება უნდა არსებობდეს და მისი საწინააღმდეგო არაფერი არ აქვთ, თუმცა მომსახურების საფასური გადახდის ახლად დაწესებული ფორმა უნდა გაუქმდეს. 112 -ის სატელეფონო ნომრის მომსახურებით სარგებლობენ მთელს ევროპაში. მისი შექმნის მიზანი იყო ტურიტებისთვის გამარტივებულიყო სასწრაფო , საპატრულო და სამაშველო სამსახურებით სარგებლობა.
|