ტაშკენტში ჰიტლერის ორეული გარდაიცვალა.

ტაშკენტში ჰიტლერის ორეული გარდაიცვალა.

12 მარტს ტაშკენტში ალექსანდრე შიშკინი გარდაიცვალა - ყოფილი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა, როგორც ადოლფ ჰიტლერის ორეულმა.

მსახიობის ნაცნობები ყვებიან, რომ სიცოცხლის ბოლო დღეები მან საავადმყოფოში გაატარა. მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს დაეცა და ერთდროულად ხელი და ფეხი მოიტეხა. თუმცა, მისი სიკვდილის ზუსტი მიზიეზი უცნობია.

ახალგაზრდობაში თეატრის კრიტიკოსის სპეციალობას ეუფლებოდა. მოგვაინებით რამდენიმე ფილმში, ჰიტლერის როლში გადაიღეს. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში ცხოვრობდა და ორიოდე კაპიკს არბატზე შოულოდბა, სადაც მსურველები ცნობილი ადამიანების (ლენინი, ბრეჟნევი) ორეულებთან ფოტოს იღებდნენ.

საუკუნის დასაწყისში შიშკინი კვლავ უზბეკეთში დაბრუნდა. ტაშკენტში ის სიღარიბეში ცხოვრობდა და უმნიშვნელო პენსიას იღებდა, დაახლოებით 17 დოლარის ოდენობით. პროდუქტებით მას მეზობლები ეხმარებოდნენ.