„1:0 ანუ პიერო კარაბას-ბარაბასს რაუნდს უგებს“

„1:0 ანუ პიერო კარაბას-ბარაბასს რაუნდს უგებს“

პიესა ერთ მოქმედებად

(ტრაგიკომედია)

მოქმედი პირები:

კარაბას-ბარაბასი: თოჯინების მეცნიერების დოქტორი, თოჯინების თეატრის დირექტორი, ბალნეოლოგიური კურორტების მდიდარი მემკვიდრე;

არლეკინი:  „გაღლეტილი თოჯინა კომბლით“, თეატრის სადამსჯელო საქმეთა მინისტრი, „კამაზის“ მძღოლის შვილი.

პიერო ჯონდი: საცემი თოჯინა, რომელსაც ტალახში ზელენ; ბურატინოს ამხანაგი.

პიერო ცაგა: საცემი თოჯინა, ყოფილი „გაიშნიკი“; ბურატინოს ამხანაგი.

თარგამო ბერგამოდან: თოჯინა, რომელსაც ყოველთვის როლი აქვს, მას არ სცემენ და ბევრს პატიობენ; ბურატინოს ნაცნობი.

ჩახო დიდუბიდან წვერიანი თოჯინა, რომელსაც აღარ სცემენ და არც რამეს ეკითხებიან; ბურატინოს აღარ იცნობს (ეშინია არ გაუგონ).

ბურატინო ხის ქალაქელი თოჯინა, გრძელი, ცნობისმოყვარე ცხვირით. ქალაქელთა არაფორმალური დეპუტატი, რომელმაც კარაბასის თეატრში მსახურზე უარი თქვა; ემალება კარაბასსა და არლეკინს, მეგობრობს ორივე პიეროსთან.

სხვა თოჯინები: დოქტორ კარაბასის მიმდევარნი, მინისტრ არლეკინის კომბლიანი ქვეშევრდომნი, კარაბასის უბრალო და ბრალიანი მაამებელნი.

ქალაქის მცხოვრებნი: უბრალო ხალხი, დოქტორ კარაბასის თეატრის მაყურებლები, ბურატინოს გულშემატკივარნი.

მოქმედების ადგილი:  თოჯინების ძველი თეატრი ქალაქში (გაზაფხულზე კარაბასს თეატრი სხვა ქალაქში გადააქვს, ზღვის სიახლოვეს).

 

სცენა 1:

დოქტორ კარაბას–ბარაბასის, იმპერიის დედაქალაქში, პოტომაკოსში, „თოჯინების მეცნიერებათა მთავარ მაგისტრთან“ ისტორიული შეხვედრის შემდეგ, იგი სამშობლოში დაგვიანებით ბრუნდება და არავის უმხელს იმპერიის „მთავარ მაგისტრთან“ საიდუმლო შეხვედრის შინაარს. კარაბას-ბარაბასის დასი ახალ სპექტაკლის ” განვლილი დიდებული წლის” პრემიერას ამზადებს.

თოჯინების თეატრის ანცი თოჯინები, პიერო ჯონ–დი და პიერო ცა–გა, რომლებიც დამოუკიდებელი ხის თოჯინის, ზარმაცი და მოსულელო ბურატინოს მეგობრები არიან, კარაბასის თეატრში მსახურობენ და მათ, ყოველ სპექტაკლში, მაყურებლის გასართობად, გემრიელად სცემენ.

მამაცი პიეროები არ ეპუებიან არლეკინის ალიყურებსა და ცემა–ტყეპას, არ სჯერათ დოქტორ კარაბასის მომავალი დრამატურგიული „შედევრების“ და ახალი საპრემიერო სპექტაკლის, კარაბას–ბარაბასის მორიგი შედევრის, „განვლილი დიდებული წლის“ ჩაშლას გეგმავენ.

ქალაქში უცნაური სიტუაციაა – დოქტორ კარაბასის იაფფასიან, ძალადობაზე და ტყულებზე აგებული „სპექტაკლებს“ აღარ სწყალობენ და მაყურებელს – არლეკინის „ბიჭები“ ქალაქის მცხოვრებლებს ყოველ პრემიერაზე, ყვითელ ურმებში ტენიან და ბილეთებშიც ყოველ ჯერზე, ფულებს ახდევინებენ.

ქალაქის უმადურ მცხოვრებთ აღარ აკმაყოფილებთ კარაბას-ბარაბასის გაქუცული, პროვინციული პრემიერები, მაგრამ არლეკინის შიშით, ფულს ჭოჭმანით, მაგრამ მაინც იხდიან. დოქტორი კარაბასი ძალიან ბრაზობს ქალაქელების უმადურობაზე და არლეკინს საყვედურს საყვედურზე ეუბნება. მინისტრი არლეკინი ამშვიდებს დოქტორს, უქებს დადგმებს და ყოველდღე ახალ–ახალი ტიპის კომბლებს თლის ქალაქელებისათვის.

სცენა 2:

დოქტორი კარაბას–ბარაბასი: იგი მთელი თავისი ბრწყინვალებით, სცენაზე დგას და საპრემიერო სპექტაკლს ხსნის:

„ჩემო საყვარელო ქალაქელებო! ჩვენს თეატრს გააჩნია რესურსი რომ კიდევ „მრავალი წელი“ მართოს ეს ბრწყინვალე სცენა და ყოველდღე გაგაბედნიეროთ ახალ–ახალი სპექტაკლებით. მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი, ამ პერსპექტივაზე უარს... იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს ჩვენი თეატრის მოდერნიზაციის გეგმა, ჩვენ მართლაც  მივდივართ სწრაფი ტემპებით წინ და ჩვენ მართლაც გვაქვს წარმოუდგენელი ჩამორჩენა გადასალახავი, მართლაც უნდა მოვახდინო ნახტომი... მესამე მსოფლიოს აფრიკული კლუბებიდან.... მოვახდინოთ ნახტომი პირველი მსოფლიოს განვითარებული თეატრების რიგში – ჩვენი თეატრი არის ამ ნახტომის განხორციელების პროცესში (აპლოდისმენტები და აღტაცებული შეძახილები – ბარაბასბარაბასბარაბას!)

არლეკინი:  (გამოდის სცენაზე კომბლით მხარზე და კამაზის გასაღებით ხელში)

„აი ასეთი ნახტომისათვის ვემზადებით! ეს უბადრუკი პიეროები კი ნახტომის გაკეთებას გვიშლიან! მე მგონი ერთი კარგი ალიყური მოუხდება ორივეს! მოდი პიერო, მოგვიყევი რატომ არ ხტები ჩვენთან ერთად? ჰა-ჰა-ჰა” (აპლოდისმენტები და აღტაცებული შეძახილები –  არლეკინბარაბასარლეკინ!ბარაბას!)

პიერო ჯონდი(გამოდის სცენაზე და პირდაპირ დოქტორ კარაბასს მიმართავს)

„არ გვჯერა კარაბას შენი ტყუილების (დარბაზში ჩოჩქოლიაპიეროს თავხედობისგან არლეკინის ბიჭებსა და კარაბასის მაამებელთ ენები ჩაეყლაპათ,გონს ვერ მოსულან!) , შენ ჩვენზე არ ზრუნავ, გვცემ, დაგვცინი და ჩვენი გადახდილი ფულებით მდიდრდები.”

პიერო ცაგო (ასევე გამოდის სცენაზე და ისიცურცხვად მიმართავს დოქტორ კარაბასს)

„არ გვჯერა შენი სიცრუის კარაბას! საიდან აიშენეს ფეშენებელური სასახლეები არლეკინმა, ძმებმა კუბალებმა და კეზერომ,  ომის ყოფილმა მინისტრმა? ისინი რა, თოჯინები არ არიან? ისინი არ იყვნენ ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდნენ თეატრში? აი, შეხედე მათი დიდი და ახალი სახლების ფოტოებს! აი მათი ახალი კალოშები! გაგვეცი პასუხი დოქტორო, საიდან იშოვეს ამდენი ოქროს სოლდო? გვიპასუხე, თორემ დოქტორს აღარ დაგიძახებთ! (კარაბასბარაბასი სახის დაწყობას ცდილობამაგრამ არ გამოსდისარ იცის როგორ გადაიტანოს ეს თავხედობააქამდე არავის შეეძლო ასეთი რამისგაფიქრებაც კი!)

პიერო ჯონდი: (აგრძელებს და კვლავ არ ეშინია)

„კარაბას-ბარაბას! (ოგანგებავდოქტორსაც კი აღარ უწოდებს!) დღეს თქვენ ხართ ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი ჩვენს ქალაქში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და ქვეყნის თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობს მედიამაგნატ „ბუსთავი 2“–ს , რომელიც თქვენს კლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი,“– განაგრძო პიერომ, „ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გეპეის...“. (გამწვანებული კარაბასბარაბასი პიერო ჯონდის გამოსვლასაწყვეტინებს და ყვირის)

დოქტორი კარაბასბარაბასი: „ პიერო, შე უხეირო კლოუნო, მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე“  სახეს ვეღარ იმორჩილებსკარაბასი და კულისებისკენ გარბის)

პიერო ჯონდი„აი ეს არის თქვენი ზრდილობა. აი ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამობრძანდით და აქედან იწყევლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დაწვეთ ყველა თოჯინა–ოპოზიციონერი და ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს“

(პიეროს ამ ფრაზას არლეკინის ბიჭების ძალიან ხმამაღალინერვიული ყაყანი მოჰყვება).

ბურატინოაი მესმის! აი სცენარი! პიერომ პენალტი გაუტანა კარაბას–ბარაბასს!

ქალაქის მცხოვრებნი გაუტანა! ჰაი, ჰაი რომ გაუტანა! 1:0, თანაც, მისივე მოედანზე არ გააგორა რუმბივით!

ბურატინოხალხო, დავანებოთ თავი ამ თეატრს და პაპა კარლოს სახლში წავიდეთ. იქ ერთი ადგილი ვიცი, საიდანაც ახალ თეატრში შევალთ. ოქროს გასაღები მე მაქვს!!!!

ქალაქის მცხოვრებნი გავყვეთ ბურატინოს! ფუი კარაბასს და მის თეატრს! გასაღები ბურატინოს აქვს!  

(ხალხი დგება და ბურატინოს მიყვება).

ფარდის დახურვა ავიწყდებათ.

ქალაქში „თავისუფალი“ თოჯინების ეპოქა იწყება...

...ბურატინოს თეატრში, რომელსაც ხალხმა „ელვა“ დაარქვა, ძველი სპექტაკლის, „ცხვრების წყაროს“ ახლებურ დადგმაზე ალაპარაკდნენ.

ლაურენისიას როლისთვის კასტინგი გამოცხადდა.

„მე მართლაც მჯერა, რომ თუ ერთადერთი არჩევანი სიმხდალესა და ძალადობას შორის იქნება გასაკეთებელი, მაშინ ძალადობის არჩევა სჯობია...მე მირჩევნია ინდოეთმა თავისი ღირსების დასაცავად იარაღი აიღოს ხელში, ვიდრე მშიშრულად გახდეს საკუთარი შეურაცხყოფის უღონო მოწმე”

(ციტატა სტატიიდან „სიმხდალესა და ძალადობას შორის“)

მაჰათმა განდი

„I do believe that, where there is only a choice between cowardice and violence, I would advise violence...

I would rather have India resort to arms in order to defend her honor than that she should,

in a cowardly manner, become or remain a helpless witness to her own dishonor.“

(Quote from “Between cowardice and violence”)

Mahatma Gandhi