მეუფე დიმიტრი “აზიზიეს მეჩეთზე“

მეუფე დიმიტრი “აზიზიეს მეჩეთზე“

ბათუმში 4 მარტს გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე აღვლენილი  საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა შორის ბათუმლებთან ერთად იდგნენ ქედიდან, შუახევიდან, ხულოდან, თბილისიდან, ქობულეთიდან და რუსთავიდან ჩამოსული მართლმადიდებლები და მუსულმანები, ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ქადაგებით მიმართა, რომლის სრულ ტექსტსა და ვიდეო ვერსიას presage.tv გთავაზობთ.

მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად საღვთო ლიტურღია აღავლინეს: შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა, ბოლნისის ეპისკოპოსმა ეფრემმა და ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა საფლავზე აღმართული ჯვარი აკურთხა და იქ მყოფ საზოგადოებას ასეთი შინაარსის ქადაგებით მიმართა:

“მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი აღსრულდა აი, ამ წმინდა ადგილზე, სადაც განისვენებენ სამშობლოსათვის თავდადებული, ერთგული მამულიშვილები.

1921 წელს აქ, ბათუმისათვის, აჭარის გათვაისუფლებისათვის, დედასამშობლოს, საქართველოს წიაღში დაბრუნებისათვის მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს, რასაც სიცოცხლე ჰქვია და აქ გმირულად დაეცნენ. მეტად სამწუხარო, მეტად სავალალოა ის, რომ 1921 წლიდან მოყოლებული დღემდე მათ არ ეღირსათ საფლავის ქვაც კი.

მოგვიანებით მათი საფლავი იქნა ბოლშევიკების მიერ შეურაცხყოფილი და აღმართული იქნა ვარსკვლავი. ამით ფაქტიურად აჩვენებდნენ, რომ ისინი ვითომ ბოლშევიკები იყვნენ. უფრო მოგვიანებით მათი საფლავი იქნა მთლიანად იავარყოფილი. ოთხმოცდაათიან წლებში გახსნილ იქნა მათი საფლავი. მართლაც საშვილიშვილო, მართლაც საგმირო საქმე იქნა აღსრულებული და ისინი პატივით იქნენ დაკრძალული.

რთულია ის მდგომარეობა, ის გარემოება, რომ განზარახულია ბათუმში აშენდეს აბდულ აზიზის მეჩეთი და აზრთა თანხვედრა, თანადგომაა, როგორც მუსლიმანი ქართველების, ისე ქრისტიანების, რამეთუ არაერთხელ თქმულა და კვლავ გავიმეორებ, რომ ის იყო ერთ-ერთი სისხლიანი დამპყრობელი, რომელმაც სისხლის წვიმა აწვიმა აჭარას, რომელმაც სისხლის მდინარეები ადინა და მეტად მძიმეა ის რომ, არის სურვილი ამ მეჩეთის აღმართვისა. ეს იგივეა, რაც შეიძლება აღმოსვალეთ საქართველოში კახელებისათვის შაჰაბასის, იგივეა, რაც მურვან ყრუს, თემურ ლენგის და ასე შემდეგ.

ღვთის მადლით ღვთის წყალობა იყოს თანამავალი, თანამგზავრი ჩვენი ცხოვრებისა. ღვთის მადლით, ღვთის წყალობით გაძლიერდება, განმტკიცდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია. ჩვენთან არს ღმერთი“.