„ტერორიზმს 40 ქვეყანა, მათ შორის „დიდი ოცეულის“ რამდენიმე ქვეყანა აფინანსებს

„ტერორიზმს 40 ქვეყანა, მათ შორის „დიდი ოცეულის“ რამდენიმე ქვეყანა აფინანსებს"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა, „დიდი ოცეულის“ სამიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კოლეგებთან ტერორისტების დაფინანსების საკითხზე ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, „დიდი ოცეულის“ სამიტზე კოლეგებს მან ტეროპრიზმის ფინანსურ არხებზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ბრძოლა ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება.

„კოლეგებთან განვიხილეთ ეს საკითხი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მუშაობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, მე ჩვენს კოლეგებს წარმოვუდგინე კოსმოსიდან და თვითმფრინავებიდან გადაღებული ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რამხელა მასშტაბს იძენს ნავთობისა და ნბავთობპროდუქტების უკანონო ვაჭრობა“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერორისტების დაფინანსება 40 ქვეყნიდან ხდება, მათ შორის „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნებიდან.

„როგორც ჩვენ დავადგინეთ, დაფინანსება მოდის 40 ქვეყნიდან, მათ შორის „ოცეულის“ რამდენიმე ქვეყნიდან. განვიხილეთ, რომ აუცილებელია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულება, რომელიც ტერორიზმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთის ინიციატივით იქნა მიღებული“, - განაცხადა რუსეთის პირველმლა პირმა.