ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" - ეს არის ბოროტების სახე და წამყვანი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე არიან, რომ ეს ორგანიზაცია განადგურდეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ "დიდი ოცეულის" სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკებების დროს გარკვეული პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოება პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომავალ ბედთან დაკავშირებით.
ბარაქ ობამას განცხადებით, საერთაშორისო კოალიციამ "ილსამური სახელმწიფოს" ობიექტებზე 8 ათასი დარტყმა განახორციელა. "ამჟამად "ისლამური სახელმწიფო" სირიის სულ უფრო ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს. დღევანდელი მონაცემებით, საერთაშორისო კოალიციამ 8 ათასი დარტყმა განახორციელლა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ დაჯგუფების შევიწროებას. ერაყში ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ სინჯარის რეგიონი", - განაცხადა ობამამ.