"ისლამურ სახელმწიფოს" ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები აქვს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარიზის ტერქტების შემდეგ საქართველოს მთელი რიგი ანტიტერორისტული ოპერაციების გატარება მოუწევს.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ისლამურ სახელმწიფოს" ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები აქვს, ხოლო საქართველო გეოგრაფიულად გზაჯვარედინზეა. მისივე თქმით, ახლოს არის სირია.

ირაკლი სესიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ტერორიზმის პრევენცია ევროპაში ძალიან გართულდება.

"პირველ რიგში ვთქვათ, რომ გაიხსნა მეორე ფრონტის ხაზი – ეს არის ევროპა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ლტოლვილების ნაკადთან ერთად, ევროპაში დიდი რაოდენობით ტერორისტი შევიდა, რომელთაც აქვთ გარკეული იდეოლოგია და მხარდაჭერა ადგილზე. ამიტომ ტერორიტზმის პრევენცია ევროპაში ძალიან გართულდება. სირიაში არსებული ვითარება მეტ-ნაკლებად დაძლევადია იმ თვალსაზრისით, რომ მაინც ლოკალურია და იქ შეიძლება ველოდოთ, რომ ერთობლივი ოპერაცია ჩატარდება. როგორ წესი, ტერორისტების სამიზნე განვითარებული, ძლიერი ქვეყნებია, სადაც ტერორისტების აზრით, ფსიქოლიგიური ზეწოლა და შოკის მოხდება გაცილებით ეფექტურია. ამიტომ თავისთავად ცხადია, მათი ძირითადი სამიზნე განვითარებული და ძლიერი ქვეყნები არიან, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრივ გაქვს საფიქრალი – ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. "ისლამურ სახელმწიფოს" ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები აქვს. ჩვენ გეოგრაფიულად ამ გზაჯვარედინზე ვართ. გეოგრაფიულად ახლოს არის სირია. მოგვიწევს ჩვენი საზღვრების უკეთ გაკონტროლება, მოწყვლად ჯგუფებზე დაკვირვება - მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.