„გაზპრომისგან“ მიღებული გაზის მოცულობას, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება საქართველოსთვის ზიანის მომტანი გახდეს”

„გაზპრომისგან“ მიღებული გაზის მოცულობას, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება საქართველოსთვის ზიანის მომტანი გახდეს”

საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აცხადებს.

მისივე თქმით, ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ცდილობს წყაროების დივერსიფიცირებას.

„საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ცდილობს წყაროების დივერსიფიცირებას. როდესაც ვხედავთ საზოგადოებისა თუ ოპოზიციის შეშფოთებას, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს „სოკარსა“ თუ „გაზპრომთან“ მისი ურთიერთობების გამჭვირვალობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე სახელმწიფოების უსაფრთხოებას გულისხმობს და მას ზიანი არ უნდა მიადგეს. რაც შეეხება „გაზპრომისგან“ მიღებული გაზის მოცულობას, როგორც ვიცით, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება რაიმე ზიანის მომტანი გახდეს“,-აცხადებს იან კელი.