საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ დღეს არავინ არის დაცული. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ძალიან დიდი ყურადღება არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისკენ მიმართულებით.
"საქართველო, როგორც მოგეხსნებათ, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში და კვლავ გააგრძლებს აქტიურად თავისი როლის შესრულებას, ჩვენი შესაძლებობიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი ამ პროცესების და უნდა ვიზრუნოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ასევე მივიღოთ აქტიური მონაწილეობა გლობალურ პროცესებში", - განაცხადა ჯანელიძემ.